ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
გრიგოლ გიორგაძე ზუგდიდში ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა
12 მარტი, 2019

გრიგოლ გიორგაძე ზუგდიდში ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ ზუგდიდში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

გრიგოლ გიორგაძემ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს ნინო ვიბლიანსა და მუნიციპალიტეტების მერებს დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროგრამების, სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, 720 დევნილი ოჯახისთვის კორპუსების მშენებლობა მიმდინარეობს. უახლოეს მომავალში კი,  დამატებით 240 ბინის მშენებლობა დაიწყება.

გრიგოლ გიორგაძემ დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამებზეც ისაუბრა. აღნიშნული საგრანტო პროგრამები, იძულებით გადაადგილებულ პირებს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობას აძლევს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა და ეკომიგრანტთა საკითხებისოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო