ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
დავით სერგეენკო ჯანდაცვის კომიტეტის წინაშე წარსდგა
05 მარტი, 2019

დავით სერგეენკო ჯანდაცვის კომიტეტის წინაშე წარსდგა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოუსმიენეს. მინისტრის გამოსვლის მთავარი თემა სოციალურ საკითხებს შეეხო. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სოციალური სამუშაოს განუყეფელი ნაწილი სოციალურ მუშაკებზე მოდის. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა პროფესია და სოც. მუშაკების ფუნქციები წლების განმავლობაში იზრდებოდა და დღესდღეობით ის საკმაოდ ფართოა. სოციალური მუშაკების სამუშაო მოცულობის ზრდასთან ერთად გაჩნდა საჭიროება მათი რაოდენობის ზრდის. შესაბამისად გადაიხედა სოციალური სამუშაოს მოცულობა და გაიზარდა ადმინისტრაციული რესურსი. თუ 2009 წელს სოციალური მუშაკების რაოდენობა იყო 171, 2018 წელს მათი რაოდენობა 244-მდე გაიზარდა. 2019 წელს კი დაგეგმილია 50 მუშაკის დამატება და მათი რაოდენობის თითქმის 300-მდე გაზრდა. სოციალური მუშაკების საჭიროებების შესასწავლად შეიქმნა სპეციალური საბჭო, რომლის მთავარ მიზანსაც კომუნიკაციისა და უკუკავშირის ეფექრური სისტემის შექმნა წარმოადგენს. საბჭოს შემადგენლობაში შედიან სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები, ასევე უშუალოდ სოციალური მუშაკები. საბჭომ მიიღო 4 პუნქტიანი გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური მუშაკების სამუშაოს რაოდენობრივი და თვისობრივი მოცულობის გადახედვას, კომუნიკაციის გაძლიერებას მუშაკებსა და ხელმძღვანელ პირებს შორის, მათ ტექნიკურ ხელშეწყობას და პროფესიულ მხარდაჭერას. აღნიშნული სამოქმედო გეგმა ორიენტირებულია სოციალური მუშაკებისთვის ოპტიმალური სამუშაო გარემოს შექმნაზე, რათა სრულყოფილად და უწყვეტად აღსრულდეს მთავარი მიზანი-ბავშვთა კეთილდღეობის მხარდაჭერა. მინისტრის განცხადებით, დაგეგმილია სოციალური მუშაკების სამუშაოს მოცულობის შემცირება, მათი ადმინისტრაციული ნაწილის განტვირთვა და ტექნოლოგიური გაუმჯობესება; ინფრასტრუქტურული და ტრანპოსრტირების პრობლემების მოგვარება. ბოლო 1 თვის განმავლობაში განხორციელდა ინვენტარიზაცია და გაიწერა გეგმა, რომლის აღსრულებაც უკვე დაწყებულია. თბილისში მომუშავე სოციალურ მუშაკებს მთელი წლის სამგზავრო აბონიმენტები გადეცემათ, ხოლო რაიონებში ავტომობილებით იქნებიან უზრუნველყოფილი. გადრა ამისა, ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობისთვის, დაგეგმილია ერთიანი ეროვნული პლატფორმის (CCM) ჩამოყალიბება, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს სფეროს განვითარებას და სხვადსხვა სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანზიაციების უწყებათაშორის თანამშრომლობას.

დევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსოლიდარობის ფონდისსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსსიპ წამლის სააგენტოადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო