ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
„ანტიმიკრობული თერაპია“-სენფორდის სახელმძღვანელოს პრეზენტაცია
28 თებერვალი, 2019

„ანტიმიკრობული თერაპია“-სენფორდის სახელმძღვანელოს პრეზენტაცია

სენფორდის სახელმძღვანელოს „ანტიმიკრობული თერაპია“ პრეზენტაცია გაიმართა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში. სენფორდის სახელმძღვანელოს 2018 წლის ვერსია ქართულ ენაზე მეორე გამოცემაა, რომელიც დაიბეჭდა აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) მხარდაჭერით. ღონისძიება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გახსნა. მინისტრმა თავის გამოსვლაში ყურადღება სახელმძღვანელოს მნიშვნელობაზე გაამახვილა, ასევე ისაუბრა ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნვეყოფის პროგრამის მიმდინარეობასა და სამომავლო გეგმებზე. სენფორდის სახელმძღვანელო პირველად გამოიცა სამი წლის წინ და დიდი პოპულარობით სარგებლობდა ქართულ სამედიცინო საზოგადოებაში აღნიშნული სამი წლის მანძილზე, მრავალი დაავადების ანტიმიკრობული თერაპიის მიდგომების შეცვლამ განაპირობა სენფორდის სახელმძღვანელოს 2018 წლის გამოცემის ქართულად თარგმნის აუცილებლობა. პრეზენტაციაზე შეხვედრის მონაწილეებს ქართულ ენაზე გამოცემული სენფორდის სახელმძღვანელოსთან ერთად ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნვეყოფის პროგრამის ბროშურაც გადაეცათ შეხვედრას სამედიცინო დაწესებულებების ექიმები და დარგის ექსპერტები ესწრებოდნენ. 

დევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსოლიდარობის ფონდისსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსსიპ წამლის სააგენტოადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო