ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი
27 თებერვალი, 2019

სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი

აივ/შიდსის და ტუბერკულოზის სფეროში მოღვაწე სამოქალაქო სექტორის ფორუმი გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორია აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა ქვეყნის ერთიანი საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო ხელმძღვანელობს. ფორუმის მიზანია აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის პროგრამების მდგრადობის უზრუნველყოფისთვის ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების მიმოხილვა. ფორუმის მსვლელობისას გაშუქდება აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის კონტროლის მიმდინარე ინიციატივები და მათ განხორციელებაში სამოქალაქო საზოგადოების როლი, მომდევნო ალოკაციის პერიოდის ინიციატივები; აივ/შიდსის-ის და ტუბერკულოზის განახლებული ეროვნული სტრატეგიული გეგმების ძირითადი მიმართულებები, გარდამავალი პერიოდის აქტივობების ინტეგრირება სტრატეგიის დოკუმენტებში, განხორციელების ტენდენციები; ქვეყნის საკოორდინაციო საბჭო წარმოადგენს ერთიან მაკოორდინირებელ ორგანოს, რომლის მიზანია უზრუნველყოს საქართველოში სახელმწიფოს, გლობალური ფონდის და სხვა დონორების დახმარებით მიმდინარე აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის კოორდინირება სახელმწიფო დონეზე. 2003 წლიდან დღემდე საქართველოში გლობალური ფონდიდან მიღებული დახმარებით დაინერგა აივ/შიდსის და ტუბერკულოზის დიაგნოსტიკის, პრევენციის და მკურნალობის ეფექტური მექანიზმები. საქართველო კვლავაც იღებს გლობალური ფონდის დახმარებას აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის კონტროლის გაძლიერებისთვის. 

დევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსოლიდარობის ფონდისსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსსიპ წამლის სააგენტოადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო