ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
იმუნიზაციის განხორციელების ხელშემწყობი კომისიის სხდომა
19 თებერვალი, 2019

იმუნიზაციის განხორციელების ხელშემწყობი კომისიის სხდომა

საქართველოში ორ დღიანი ვიზიტით იმყოფება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წითელა-წითურას ელიმინაციის პროგრამების ხელმძღვანელი პატრიკ ოკონერი, რომელიც იმუნიზაციის განხორციელების ხელშემწყობი კომისიის სხდომას დაესწრო. შეხვედრის ძირითადი საკითხი საქართველოში არსებული წითელას ეპიდსიტუაცია იყო. პატრიკ ოკონერმა დადებითად შეაფასა საქართველოში წითელას გავრცელების შეკავების მიზნით განხორციელებული ღონისძიებები და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა გაუმკლავდება არსებულ გამოწვევას და მიაღწევს წითელას და წითურას ელიმინაციას ევროპის რეგიონის სხვა ქვეყნებთან ერთად. სხდომა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გახსნა. შეხვედრას ესწრებოდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე. კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი იყო ინფორმაცია წითელას გავრცელების და გატარებელი კონტროლის ღონისძიებების შესახებ, როგორიცაა - დამატებითი და გეგმიური იმუნიზაცია, ეპიდზედამხედველობა, ლაბორატორიული დიაგნოსტირება და კომუნიკაცია. ჯანმოს ევროპის რეგიონის მართვადი ინფექციების და იმუნიზაციის განყოფილების წითელა-წითურას ელიმინაციის პროგრამების ხელმძღვანელმა პატრიკ ოკონერმა კომისიის წევრებს წარუდგინა ევროპის რეგიონში წითელას გავრცელების მრავალწლიანი დინამიკა და აღნიშნა, რომ 2018 წელი ხასიათდებოდა დაავადების განსაკუთრებით მაღალი ტვირთით. მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპის რეგიონალური სამოქმედო გეგმის მიხედვით, ერთ-ერთ მთავარ აქტივობად განსაზღვრულია წითელას და წითურას ელიმინაცია და რომ ამ გზაზე საქართველო წარმატებულ ნაბიჯებს დგამს.

დევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსოლიდარობის ფონდისსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსსიპ წამლის სააგენტოადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო