ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
საკონსულტაციო შეხვედრა - „მიღწევები ელიმინაციის გზაზე“
11 თებერვალი, 2019

საკონსულტაციო შეხვედრა - „მიღწევები ელიმინაციის გზაზე“

„მიღწევები ელიმინაციის გზაზე“ - ვირუსულ ჰეპატიტებზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის პირველი საკონსულტაციო შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გახსნა. მან ჰეპატიტთან ბრძოლის მიმართულებით მიღწეულ შედეგებსა და კონფერენციის ჩატარებისთვის საქართველოს შერჩევის მიზეზებზე გააკეთა აქცენტი. „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისმა შეარჩია საქართველო იმისთვის, რომ პირველად გამართულიყო ასეთი ფორმატის შეხვედრა. ეს პირველი შეხვედრა გაიმართა საქართველოში, რადგან ჩვენი ქვეყანა მართლაც გამორჩეულია შედეგებით. შედეგები, რომელსაც ჩვენ ამ სამ წელზე ცოტა მეტ ხანში მივაღწიეთ, ნამდვილად არ არის არცერთ სხვა ქვეყანაში,“ - განმარტა მინისტრმა. საკონსულტაციო შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და C ჰეპატიტთან ბრძოლაში მიღწეული პროგრესის აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა. „ჩვენთვის განსაკუთრებული პატივია, რომ სწორედ საქართველო იქნა შერჩეული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ევროპის რეგიონის 53 ქვეყნიდან და ვირუსული ჰეპატიტების საკითხებზე პირველი რეგიონალური კონსულტაციების ქალაქად იქნა არჩეული თბილისი. ეს არის ჩვენი ქვეყნის მიერ ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული წარმატებული რეფორმების, განსაკუთრებით კი, C ჰეპატიტთან ბრძოლის საქმეში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის უდავო აღიარება და მსურს, მადლობა გადაგიხადოთ ამისთვის,“ - აღნიშნა მან. საკონსულტაციო შეხვედრა სამ დღეს გაგრძელდება. ღონისძიების ფარგლებში, 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელს ვირუსული ჰეპატიტების მართვის, პრევენციის, დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და მასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ერთმანეთის გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა ექნება. 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა და ეკომიგრანტთა საკითხებისოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო