ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
„სურამის ფსიქიატრიული კლინიკა“ რეაბილიტაციის შემდეგ
05 თებერვალი, 2019

„სურამის ფსიქიატრიული კლინიკა“ რეაბილიტაციის შემდეგ

„სურამის ფსიქიატრიულ კლინიკას“ რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ბენეფიციარების პირობებს ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორი ლაშა კილაძე საქართველოს სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასთან ერთად გაეცნო. ცენტრის რეაბილიტაცია არსებული ბიუჯეტით, დროებითი მმართველის დანიშვნის შემდეგ განხორციელდა. სპარტაკ ბუკია ჯანდაცვის მინისტრის განკარგულებით შექმნილმა სპეციალური მონიტორინგის ჯგუფმა 2018 წლის მარტში მიავლინა. ახალი ხელმძღვანელის დანიშვნის შემდეგ, გარემონტდა კლინიკის ძირითადი კორპუსი, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა, განახლდა ავეჯი, შეიცვალა კარ-ფანჯარა და მოპირკეთდა გარე ფასადი. ასევე, სრულად გადამზადდა მედპერსონალი. ამ დროისთვის, „სურამის ფსიქიატრიულ კლინიკაში“ 61 ბენეფიციარია განთავსებული, სრულად დატვირთვის შემთხვევაში კი, კლინიკას 70 პაციენტის მიღება შეუძლია. 

დევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსაარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისსიპ წამლის სააგენტოშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო