ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
დავით სერგეენკო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
04 თებერვალი, 2019

დავით სერგეენკო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა. შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა სოციალურ-ეკონომიკურ რეაბილიტაციასა და მათი დასაქმების ხელშეწყობაზე გაკეთდა. როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, დევნილთა მხარდაჭერა არ უნდა მოიცავდეს მხოლოდ მათი საცხოვრებლით და ფინანსურ უზრუნველყოფას, ამასთანვე აუცილებელია მათი დასაქმება, ბიზნესსაქმიანობის ხელშეწყობა და სოციალური ინტეგრაცია. აღნიშნულზე ჯანდაცვის მინისტრმა არაერთი მაგალითი დაასახელა, როდესაც დევნილებმა შეძლეს საკუთარი მეურნეობების და სტაბილური შემოსავლის წყაროს შექმნა. „ფულადი დახმარების მიღება ხშირად დასაქმების დემოტივატორია, რაც მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემაა და ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით ცვლიელებებზე. სტატუსზე დაფუძნებული მოდელის, საჭიროებებზე დაფუძნებული მოდელით ჩანაცვლება ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია“ -აღნიშნა დავით სერგეენკომ. ჯანდაცვის მიმართულებით, მინისტრმა გერმანიის ელჩს შესთავაზა გამოცდილი გერმანული ორგანიზაციების ექსპერტებისა და დარგის ავტორიტეტული სპეციალისტების სამუშაო ვიზიტების ორგანიზება საქართველოში, რათა გავიზიაროთ მათი მოსაზრებები და საუკეთესო გამოცდილება. „ჩვენ რეფორმების აქტიურ რეჟიმში ვიმყოფებით და ასეთ დროს ექსპერტული რჩევების გაზიარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“-განაცხადა დავით სერგეენკომ. გერმანიის რესპუბლიკის ელჩმა მზადყოფნა გამოაცხადა თანამშრომლობისა და სამომავლო პროექტებში აქტიური ჩართულობისთვის. 

დევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსაარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისსიპ წამლის სააგენტოშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო