ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
H1N1-ის მქონე მძიმე პაციენტთა კონსილიუმებში მინისტრი ჩაერთვება
31 იანვარი, 2019

H1N1-ის მქონე მძიმე პაციენტთა კონსილიუმებში მინისტრი ჩაერთვება

ჯანდაცვის მინისტრი H1N1-ის დიაგნოზით მქონე პაციანტებთან დაკავშირებულ კონსილიუმებში პირადად მიიღებს მონაწილეობას. დავით სერგეენკოს ინიციატივით, პირველი კონსილიუმი იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში დღეს გაიმართა, სადაც გრიპის ვირუსის დიაგნოზით 2 მცირეწლოვანია მოთავსებული. ქვეყნის მთავარმა ექიმმა პაციენტები მოინახულა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას დეტალურად გაეცნო. კონსილიუმზე სხვადასხვა პროფილის ექიმებთან და მოწვეულ ექსპერტებთან ერთად ბავშვებში დაავადების მიმდინარეობაზე იმსჯელეს და მკურნალობის სტრატეგია შეიმუშავეს. „ყველა კლინიკაში, სადაც პაციენტები ორ კვირაზე მეტია, გრიპის გამო მკურნალობენ, იმართება კონსილიუმი და ვგეგმავ, ყველგან მივიღო მონაწილეობა. იაშვილის კლინიკაში საყურადღებო მდგომარეობაში ორი ბავშვია, თუმცა ორივე შემთხვევაში, მდგომარეობა გაუმჯობესებულია.“- განაცხადა დავით სერგეენკომ. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში გრიპის ვირუსით ინფიცირების მაჩვენებელი შემცირდა და 100 000 მოსახლეზე 249-ს შეადგენს. 

დევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსაარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისსიპ წამლის სააგენტოშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო