ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
4 წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა მოკვლევა დაასრულა
30 იანვარი, 2019

4 წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა მოკვლევა დაასრულა

4 წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა მოკვლევა დაასრულა, რის შედეგადაც გამოიკვეთა იმ ორი უფროსი სოციალური მუშაკისა და ორი სოციალური მუშაკის პასუხისმგებლობა, რომლებსაც უშუალოდ ევალებოდათ ბავშვის საქმის მართვა. აღნიშნული სოციალური მუშაკები დღეიდან გათავისუფლებულები არიან დაკავებული თანამდებობებიდან, მოკვლევის მასალები კი შესაბამის სამსახურებს გადაეცათ. პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა. რასაკვირველია, ჩვენ, მთელი უწყება ვწუხვართ პატარა გოგონას გარდაცვალების გამო და ვგრძნობთ ჩვენ წილ პასუხსიმგებლობას მომხდართან დაკავშირებით. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს სისტემური ცვლილებები სოციალური მუშაობის მიმართულებით, რაც გვევალება კიდეც “სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის მიხედვით, რომელიც 2018 წლის ზაფხულში იქნა მიღებული. შემუშავდა სამოქმედო გეგმა, რომელშიც კონკრეტულად გაიწერა სისტემური რეფორმისათვის საჭირო ნაბიჯები. გარდა ამისა 2018 წელს დაიგეგმა სოციალური მომსახურების სააგენტოს რეორგანიზაცია, რომელიც მიმართულია სისტემური ხარვეზების აღმოფხვრისკენ და რისკების მინიმალიზაციისკენ. რასაკვირველია, სისტემური რეფორმა თავისთავად გულისხმობს სოციალური მუშაკის სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, სოციალური მუშაობის ხარისხის ამაღლებას და რეგიონული საბჭოების მანდატის გადახედვა/გაძლიერებას.

დევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსაარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისსიპ წამლის სააგენტოშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო