ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
სამედიცინო საზოგადოების როლი გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის საზიანო პრაქტიკის პრევენციაში
28 იანვარი, 2019

სამედიცინო საზოგადოების როლი გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის საზიანო პრაქტიკის პრევენციაში

დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ბოლო წლების განმავლობაში ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა.

სამინისტრო აქტიურად მუშაობს რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ოჯახის დაგეგმვის, ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის და გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრევენციის კუთხით.

,,ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ოქტომბრის №01-74/ნ ბრძანებით განისაზღვრა აბორტისწინა კონსულტაციის/გასაუბრების წესი, რომელიც ემსახურება პაციენტის სრულად ინფორმირებულობას აბორტის შედეგად მოსალოდნელ გართულებებზე.

ამავე ბრძანებაში დაფიქსირებულია სელექციური აბორტის ამკრძალავი ჩანაწერი: ,,დაუშვებელია სქესის შერჩევის მიზნით ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა გარდა იმ შემთხვევებისა, როცა აუცილებელია სქესთან შეჭიდული მემკვიდრეობითი დაავადების თავიდან აცილება“.

გაეროს მოსახლეობის ფონდის ტექნიკური მხარდაჭერით, სამინისტრომ 2016 წელს მოამზადა და 2017 წელს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა საქართველოს დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის 2017-2030 წლების ეროვნული სტრატეგია, რომლის ერთ-ერთ პრიორიტეტს ოჯახის დაგეგმვის და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის და ინფორმირებულობის გაზრდა წარმოადგენს.

სამინისტრო ასევე მჭიდროთ თანამშრომლობს გაეროს მოსახლეობის ფონდთან „გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრევენციისა და გენდერული თანასწორობის გაძლიერებისთვის“ პროგრამის ფარგლებში, რომელიც მიმართულია სამედიცინო საზოგადოების ჩართულობის და ნაყოფის სქესის დადგენის ტექნოლოგიების ეთიკური გამოყენების მნიშვნელობაზე ამ საზიანო პრაქტიკის პრევენციისათვის.

სამინისტროს და გაეროს მოსახლეობის ფონდის ინიციატივით, 2017 წლის ოქტომბერში გაიმართა დიალოგი სამედიცინო საზოგადოებასთან გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრევენციაში მათი ჩართულობის გაზრდის მიზნით. შეხვედრაზე გამართული დისკუსიისა და რეკომენდაციების შესაბამისად, გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით და საქართველოს ულტრასონოგრაფიული ასოციაციის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბებული სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავდა ორსულობის პირველი ტრიმესტრის (14 კვირამდე) სტანდარტული ულტრასონოგრაფიული კვლევის  ალგორითმი, სადაც მითითებულია, რომ ნაყოფის სასქესო ორგანოების შეფასება და სქესის დადგენა, უზუსტობის ალბათობის გამო, არ არის რეკომენდებული ორსულობის 14 კვირამდე.

გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრევენციის საკითხზე  სამედიცინო საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2017-2018 წლებში სამინისტროსა და გაეროს მოსახლეობის ძალისხმევით შეიქმნა და გავრცელდა საინფორმაციო ბროშურა და საკომუნიკაციო სახელმძღვანელო სამედიცინო პროფესიონალებისთვის. შემუშავდა საინფორმაციო ბუკლეტი მომავალი მშობლებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, რომელიც ნათლად განმარტავს ნაყოფის სქესის განსაზღვრის დაბალი სიზუსტის გამო ორსულობის 14 კვირამდე სქესის დადგენას.

გაეროს მდგრადი განვითარების ჯანდაცვასთან დაკავშირებული მიზნების, ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარების კონცეფციის და დედათა და ახალშობილთა სტრატეგიის  განხორციელებისთვის  კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა იქნება მიმართული სამინისტროს მიერ მიმართული დედათა და ბავშვთა უფლებების გაუმჯობესების მიმართულებით.

დევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსოლიდარობის ფონდისსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსსიპ წამლის სააგენტოადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო