ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
გრიპის თემაზე გაფართოებული თათბირი გაიმართა
15 იანვარი, 2019

გრიპის თემაზე გაფართოებული თათბირი გაიმართა

„ბოლო ორ კვირაში გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი შემცირებულია, თუმცა ეს არ გვაძლევს საბაბს, ძალისხმევა შევასუსტოთ“- ეს განცხადება დავით სერგეენკომ გრიპის თემაზე გამართულ გაფართოებულ თათბირზე გააკეთა.

ჯანდაცვის მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებთან ერთად გრიპის მართვის მიმართულებით გატარებული ღონისძიებები შეაჯამა. მისი განმარტებით, ავადობის მაჩვენებელი კლების ტენდენციით ხასიათდება. 400 ერთეულით არის შემცირებული სასწრაფოს გამოძახებებიც.

რაც შეეხება ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელს, 5 იანვრიდან დღემდე სამედიცინო მომსახურება 4000-მდე პაციენტს გაეწია.  კვლავ 24/7-ზე რეჟიმში მუშაობს 5 ამბულატორია თბილისში.

ბოლო 3 დღის განმავლობაში ანტივირუსული მედიკამენტი „ტამიფლუ“ უფასოდ 1600-მდე პაციენტმა მიიღო. ბენეფიციარები პრეპარატს სააფთიაქო ქსელებში რეცეპტის, ხოლო საოჯახო მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში - ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა #100-ის წარდგენის შემთხვევაში მიიღებენ. მედიკამენტების სააფთიაქო ქსელებში განაწილების შესახებ ინფორმაცია კი, სამინისტროს ცხელ ხაზზეა (1505) ხელმისაწვდომი.

სეზონური გრიპის თემაზე გამართულ გაფართოებულ თათბირს 112-ის და თბილისის მერიის, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებისა და სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაციადევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულაჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდამოკიდებულების პრევენციის სერვისი