ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
ჯანმოს პრესკონფერენცია გრიპის თემაზე
09 იანვარი, 2019

ჯანმოს პრესკონფერენცია გრიპის თემაზე

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა მარიან ივანუშამ სეზონური გრიპის თემაზე პრესკონფერენცია გამართა. მისი განცხადებით, საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება არ არის გამორჩეული სხვა ქვეყნებისგან, მსგავსი მონაცემებია ჩრდილოეთ ამერიკის, კანადის და ევროპის რეგიონის ქვეყნებში, ასევე მეზობელ სახელმწიფოებში. ჯანმოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ვირუსის პრევენციის გზებზე და ვაქცინაციის აუცილებლობაზეც ისაუბრა, თუმცა განმარტა რომ ვაქცინაცია რამდენადმე დაგვიანებულია. აცრის ჩასატარებლად საუკეთესო პერიოდი ოქტომბერ-ნოემბერია, რადგან ამოქმედებისთვის მას 2 კვირა მაინც სჭირდება. „ვაქცინა, რომელიც სახელმწიფომ შემოიტანა არის მაღალი ხარისხის და ის არის პრევენციის ერთადერთი საშუალება. ვაქცინა, რომელიც საქართველოში გამოიყენება არის ჯანმოს მიერ რეკომენდირებული და სრულად ფარავს იმ ვირუსებს , რაც ამ დროისთვის ქვეყანაშია გავრცელებული.“- განაცხადა მარიან ივანუშამ რაც შეეხება გარდაცვლილთა რაოდენობას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეს რიცხვი არ არის გადაჭარბებული და მოსალოდნელ ზღვარში ჯდება. „ზუსტ სტატისტიკას ვერ მოგახსენებთ, რადგან მონაცემები ახლა შემოდის, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ევროპის რეგიონში ყოველწლიურად დაახლოებით 70 ათასი ადამიანი იღუპება გრიპის ვირუსით. სწორედ ამიტომ არის მიჩნეული ეს საკმაოდ სახიფათო დაავადებად.“ - განმარტა ჯანმოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა. მარიან ივანუშამ მოსახლეობას რეკომენდაციებითაც მიმართა და მოუწოდა გრიპის სიმპტომების გამოჩენისთანავე პაცინტებმა ოჯახის ექიმს მიმართონ და ანტივირუსული მედიკამენტები თვითნებურად არ მიიღონ.

დევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსაარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისსიპ წამლის სააგენტოშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო