ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
პირველადი ჯანდაცვის 5 დაწესებულება 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს
08 იანვარი, 2019

პირველადი ჯანდაცვის 5 დაწესებულება 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს

დღეიდან პირველადი ჯანდაცვის 5 დაწესებულება 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს. პაციანტებს შესაძლებლობა აქვთ დღე-ღამის ნებისმიერ დროს გრიპის სიმპტომების გაჩენისთანავე კონსულტაცია ოჯახის ექიმთან გაიარონ. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა პირადად გაეცნო სამედიცინო დაწესებულება „ვერე-21-ში“ არსებულ მდგომარეობას. გუშინ, მთელი დღის განმავლობაში ოჯახის ექიმის კონსულტაცია 506 პაციენტს გაეწია. ამბულატორიული სერვისების გარდა, ბენეფიციართა ნაწილმა მომსახურება ბინაზე გამოძახების მეშვეობით მიიღო, ნაწილს კი სატელეფონო კონსულტაცია გაეწია.

• შპს "მედკაპიტალი-გლდანი" მის: ვეკუას ქ. N 18.

• შპს "მედკაპიტალი-საბურთალო" მის: გამრეკელის ქ. N19.

• შპს "საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი" მის: წინამძღვრიშვილის ქ. N 57.

• შპს "ვერე-21" მის: ქიაჩელის ქ. N 18.

• შპს "მედკაპიტალი-სამგორი" მის: მოსკოვის გამზ. კვ. 4, კორპ 3.

ეს იმ დაწესებულებების ჩამონათვალია, რომელიც 24 საათიან სამუშაო გრაფიკზე გადავიდა. ჯანდაცვის სამინისტრო მოუწედებს ბენეფიციარებს გრიპისა და რესპირატორული ინფექციის, სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართოს ოჯახის ექიმს და მკურნალობა შესაბამისი სამედიცინო ჩვენების საფუძველზე დაიწყოს.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა და ეკომიგრანტთა საკითხებისოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო