ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
მედიკამენტ „ტამიფლუს“ უფასოდ ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებიც მიიღებენ
05 იანვარი, 2019

მედიკამენტ „ტამიფლუს“ უფასოდ ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებიც მიიღებენ

სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისა და ორსულების გარდა ანტივირუსულ მედიკამენტ „ტამიფლუს“ უფასოდ ბავშვები, ასაკით პენსიონერები, გულსისხლძარღვთა, დიაბეტით, ონკოლოგიური და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე მოქალაქეებიც მიიღებენ. პრეპარატის უფასოდ მისაღებად საჭიროა, ბენეფიციარებმა მიაკითხონ მუნიციპალურ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს და წარმოადგინონ ექიმის დანიშნულება (ფორმა N100). ეს სიახლე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 
ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანაში „ტამიფლუს“ ანტივირუსული მედიკამენტის მარაგი საკმარისია. დავით სერგეენკოს განმარტებით, აღნიშნული პრეპარატის დეფიციტი ბოლო ორი დღის განმავლობაში მხოლოდ სააფთიაქო ქსელებში შეიქმნა, ჯანდაცვის სამინისტროსა და სტაციონარებში კი წამლის საკმარისი მარაგია. დეფიციტის თავიდან ასაცილებლად ჯანდაცვის სამინისტრო სააფთიაქო ქსელებს მედიკამენტ „ტამიფლუს“ საკმარის რაოდენობას გადასცემს. ბენეფიციარებს ინფორმაციის მიღება თუ რომელ აფთიაქში იქნება მედიკამენტი ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის (15 05) მეშვეობით შეუძლიათ.

დევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსაარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისსიპ წამლის სააგენტოშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო