ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
სოციალურად დაუცველები და ორსულები ტამიფლუს უფასოდ მიიღებენ
03 იანვარი, 2019

სოციალურად დაუცველები და ორსულები ტამიფლუს უფასოდ მიიღებენ

სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და ორსულები, ანტივირუსულ მედიკამენტს- ოსელტამივირს (ტამიფლუ) უფასოდ მიიღებენ. გადაწყვეტილება გრიპოზული ინფექციებისადმი მომატებული რისკის მქონე ჯგუფებისთვის მედიკამენტზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით იქნა მიღებული. პრეპარატის უფასოდ მისაღებად საჭიროა ბენეფიციარებმა მიაკითხონ მუნიციპალურ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს, წარმოადგინონ ექიმის მიერ გაცემული დანიშნულება (ფორმა N100). ინფორმაცია პირის სოციალური სტატუსის შესახებ გადამოწმდება, სამინისტროს შესაბამის ბაზაში იდენტიფიცირების საფუძველზე. დავით სერგეენკოს განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პრეპარატ ტამიფლუთი ანტივირუსული მკურნალობა სიმპტომების გამოვლენიდან 48 საათის განმავლობაში დაიწყოს. მედიკამენტის მოხმარება კი მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა მოხდეს, შესაბამისად გრიპისა და რესპირატორული ინფექციის, სიმპტომების გამოვლენისთანავე აუცილებელია ოჯახის ექიმთან მიმართვა და სამედიცინო ჩვენების საფუძველზე შესაბამისი მკურნალობის რეჟიმის დაწყება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხებისოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო