• კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
  სამინისტროში სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა
06 დეკემბერი, 2018

სამინისტროში სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში  იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ  2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა.

სამეთვალყურეო საბჭომ განიხილა 2018 წელს, სამინისტროსა და სსიპ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ დევნილთა მიმართულებით განხორციელებული აქტივობები და 2019-2020 წლების დევნილთა სამოქმედო გეგმის პროექტი, განახლდა დევნილთა საარსებო წყაროების 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა. ასევე, გადაიხედა დევნილთა საარსებო წყაროების სამოქმედო გეგმის მართვის მექანიზმი.

,,სამოქმედო გეგმა მოიცავს ყველა იმ პროგრამას,  რომელსაც ჩვენი სამინისტრო   დევნილთა  განსახლებისა და მათი საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიმართულებით ახორციელებს. გვქონდა  ინტენსიური შეხვედრები   დევნილ მოსახლეობასთან, როგორც დედაქალაქში, ასევე  რეგიონებში. დღეს კი  სამეთვალყურეო საბჭოს  წევრებისგან, ადგილობრივი არასამთავრობო და  საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან მოვისმინეთ და გავიზიარეთ   მოსაზრებები  ამ მნიშვნელოვან  საკითხებთან დაკავშირებით“-აღნიშნა  გრიგოლ  გიორგაძემ.

სამეთვალყურეო საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი  დავით სერგეენკო, მინისტრის მოადგილეები  გრიგოლ გიორგაძე,  მამუკა  ცოტნიაშვილი, სოციალური მომსახურების სააგენტოს  დირექტორის  მოადგილე  ლევან გოგოძე,  ასევე საბჭოში შემავალი სამინისტროების, სააგენტოების, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის, ლტოლვილთა დანიის საბჭოს,  განვითარების ფრანგული სააგენტოს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების, სახალხო დამცველის აპარატის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის,  მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ, ადგილობრივი არასამთავრობო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხებისოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო