ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
დავით სერგეენკო  კომპანია გილეადის წარმომადგენლებს შეხვდა
30 ნოემბერი, 2018

დავით სერგეენკო კომპანია გილეადის წარმომადგენლებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, მინისტრის მოადგილე მაია ლაგვილავა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, ფარმაცევტული კომპანია გილეადის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს ჯონ მარტინსა და პაციენტებთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელს გრეგ ალტონს შეხვდნენ.

კომპანიის წარმომადგენლები, თბილისს, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად ესტუმრნენ.

ამერიკელი პარტნიორების შეფასებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა წარმატებულად მიმდინარეობს და განკურნებული პაციენტების რაოდენობაც იზრდება.

ეს არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობების თანამშრომლობით ხორციელდება.

ჯანდაცვის მინისტრმა ამერიკელ პარტნიორებს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და უწყების მედლები გადასცა.

დევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსოლიდარობის ფონდისსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსსიპ წამლის სააგენტოადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო