• კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
C ჰეპატიტის პროგრამის საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის შეხვედრა
29 ნოემბერი, 2018

C ჰეპატიტის პროგრამის საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის შეხვედრა

„უკვე გამოკვეთილია სლოგანი, რომელიც ადრე ბუნდოვანი ჩანდა- საქართველომ ეს შეძლო და სხვა ქვეყნები საქართველოსგან გამოცდილების გაზიარებას ელოდებიან“- ეს განცხადება დავით სერგეენკომ საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის შეხვედრაზე გააკეთა. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურ, რიგით მეოთხე საბჭოზე საერთაშორისო პარტნიორები ჯანდაცვის სამინისტროს კონსულტაციას უწევენ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის გრძელვადიანი სტრატეგიის დანერგვის, მონიტორინგის, პრევენციისა და კონტროლის კუთხით. მრჩეველთა საბჭოს ესწრებოდა ფარმაცევტული კომპანია გილეადის პაციენტებთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელი გრეგ ალტონი, რომელიც საქართველოში მიმდინარე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას დადებითად აფასებს. საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფი განიხილავს C ჰეპატიტის მხრივ საქართველოში არსებულ მდგომარეობას, ელიმინაციის პროგრამის შედეგებსა და მიღწევებს, ასევე C ჰეპატიტის პრევენციისა და კონტროლის საკითხებში არსებულ გამოწვევებს. ჯგუფი შეაფასებს ჩატარებულ სამუშაოებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს პრიორიტეტული ინტერვენციების, პროგრამის ინდიკატორებისა და ელიმინაციის მომდევნო ფაზების შესახებ. საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის ჩართულობა კვალიფიციურ გამოცდილებას შესძენს და ახალ პერსპექტივებს დაუსახავს საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას. მრჩეველთა ჯგუფს ხელმძღვანელობს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ვირუსული ჰეპატიტების დივიზიონის დირექტორი - პოლ ვეიდლი. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ელიმინაციის პროგრამის სხვადასხვა კომპონენტის შესაბამისი სფეროების (უსაფრთხო სისხლი, ზიანის შემცირება, ინფექციური კონტროლი, მკურნალობა, დიაგნოსტიკა და სხვა) ექსპერტები აშშ-ს, ევროპისა და ავსტრალიის წამყვანი სამეცნიერო ინსტიტუტებიდან. კონფერნციის პირველ დღეს, სამეცნიერო სიმპოზიუმი გამართა, სადაც ქართველი ექსპერტები მრჩეველთა ჯგუფს წარუდგენენ წლის განმავლობაში განხორციელებული სამეცნიერო კვლევების შედეგებს, 29-30 ნოემბერს კი განიხილავენ საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის არსებულ მდგომარეობას, შეაფასებენ ჩატარებულ სამუშაოებს, პროგრამის შედეგებსა და მიღწევებს, წინა რეკომენდაციებით გათვალისწინებული საკითხების განხორციელების მდგომარეობას, ასევე C ჰეპატიტის პრევენციისა და კონტროლის საკითხებში მიღწეულ პროგრესს და არსებულ გამოწვევებს. შეიმუშავებენ რეკომენდაციებს პრიორიტეტული ინტერვენციების, პროგრამის ინდიკატორებისა და ელიმინაციის პროცესის შემდგომი ფაზების შესახებ. საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის კონფერენცია 28-დან 30 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხებისოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო