• კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
Twinning-ის პროექტის პრეზენტაცია
29 ნოემბერი, 2018

Twinning-ის პროექტის პრეზენტაცია

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარების პროგრამის ,,Skills Development for Matching the Labour Market Needs of Georgia - უნარ-ჩვევების განვითარება შრომის ბაზრის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“ ერთ-ერთი კომპონენტის - ტვინინგის პროექტის ტექნიკური წინადადების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა. პროგრამის ზოგადი მიზანია საქართველოს ეკონომიკური მოქნილობის გაუმჯობესება და მდგრადი ზრდა ადამიანური კაპიტალისა და უნარების განვითარების გზით.

ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარების პროგრამის ,,Skills Development for Matching the Labour Market Needs of Georgia - უნარ-ჩვევების განვითარება შრომის ბაზრის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“ ფარგლებში ტვინინგი მიმართული იქნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისკენ საქართველოს შრომისა და დასაქმების  კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიმართულებით, რაც მოიცავს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების XXX  დანართით გათვალისწინებულ დირექტივებს შრომის უსაფრთხოებისა და შრომის სამართლის სფეროდან.

პროგრამის განხორციელება დაიწყება 2019 წლის ბოლოს და პროგრამის იმპლემენტაციის ხანგრძლივობა განსაზღვრულია 60 თვით. პროგრამის ბიუჯეტი 50 850 000 ევროს შეადგენს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხებისოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო