• კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
დევნილების მიერ შექმნილ 19 ამხანაგობას საერთო სარგებლობის ფართები დაუკანონდება
27 ნოემბერი, 2018

დევნილების მიერ შექმნილ 19 ამხანაგობას საერთო სარგებლობის ფართები დაუკანონდება

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, თბილისსა და ბათუმში,  დევნილთა საცხოვრებელი 19 შენობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს საერთო სარგებლობის ფართები საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემათ.  აღნიშნულ ობიექტებში, ჯამში, 750-მდე დევნილი ოჯახი ცხოვრობს, რომლებსაც სხვენები, სარდაფები, დერეფნები და სხვა საერთო სარგებლობის ფართები უკანონდებათ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე მცხოვრებ 57 დევნილ ოჯახს ესტუმრა და დაკანონების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ეს საკითხი დევნილებს წლების განმავლობაში აწუხებდათ, ქვეყნის მასშტაბით 400-მდე  ობიექტია, სადაც 20 000-ზე მეტი დევნილი ოჯახი ცხოვრობს. მომავალში ყველა ობიექტის ამხანაგობას, რომელიც  შესაბამის ნახაზს წარმოადგენს, საერთო სარგებლობის ფართები დაუკანონდება.

საერთო სარგებლობის ფართების საკუთრებაში გადაცემის შემდეგ,  ადგილობრივ მუნიციპალიტეტები, დევნილთა განსახლების ობიექტებში თავიანთ პროგრამებს  უკვე სრულად განახორციელებენ.

ობიექტების ჩამონათვალი :

  1. 1.თბილისი, პოლიტკოვსკაიას ქ. N44
  2. 2.თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. N134ა
  3. 3.თბილისი, ვარკეთილი-3, IIმ/რ, კორპუსი 20ა
  4. 4.თბილისი, ფერაძის ქ N3, კორპუსი 2
  5. 5.თბილისი, თევდორე მღვდლის ქ.N13
  6. 6.თბილისი, გორგასლის ქუჩა, III შესახვევი, N3
  7. 7.თბილისი, ვეკუას N2
  8. 8.თბილისი, დავით გურამიშვილის გამზირი N70 (გურამიშვილის ჩიხი N9)
  9. 9.თბილისი, ჩუბინაშვილის ქუჩა N30
  10. 10.თბილისი, გიგო ზაზიაშვილი ქ. N 13ბ
  11. 11.თბილისი, გურამიშვილის გამზ. N70, კორპ 5
  12. 12.თბილისი,  ზესტაფონის ქ. N 1
  13. 13.თბილისი, ხიზაბავრის ქ. N41
  14. 14.თბილისი, ბაქოს ქ. N 1ა
  15. 15.თბილისი საბურთალო ქ. მიცკევიჩის ქ. N19
  16. 16.წყნეთი, თამარ მეფის ქუჩა
  17. 17.წყნეთი, ერეკლე II ის  ქ. N14
  18. 18.წყნეთი, გ. შერვაშიძის ქ.N18
  19. 19.ბათუმი, ლეონიძის ქ.  N15

 

 

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხებისოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო