• კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
მაია ლაგვილავა რეგიონულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
27 ნოემბერი, 2018

მაია ლაგვილავა რეგიონულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

ჯანდაცვისა და მიგრაციის თემაზე რეგიონული კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო IOM-ის კვლევა ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ) და ტუბერკულოზის რისკებზე მიგრანტებისთვის სამხრეთ კავკასიაში. რეგიონული შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ლაგვილავა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ესწრებოდნენ. კონფერენციაზე განხილული იყო ტუბერკულოზთან და შიდსთან დაკავშირებული საკითხები. შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომთან (შიდსთან) ბრძოლის მსოფლიო დღე 1 დეკემბერს აღინიშნება და წელს მისი თემაა „იცოდე შენი სტატუსი“. მსგავსი დისკუსია უკვე იყო სომხეთსა და აზერბაიჯანში. შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა კი დღეს, თბილისში გაიმართა. 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხებისოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო