• კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
ზაზა ბოხუა მინსკში გამართულ რეგიონულ თათბირს დაესწრო
26 ნოემბერი, 2018

ზაზა ბოხუა მინსკში გამართულ რეგიონულ თათბირს დაესწრო

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დავნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად სამუშაო ვიზიტით ქალაქ მინსკში იმყოფებოდა. 20-22 ნოემბერს ბელარუსის დედაქალაქში აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების, ხარისხიანი წამლებისა და დიაგნოსტირების მეთოდების ხელმისაწვდომობის გაფართოების შესახებ მე-2 რეგიონული თათბირი გაიმართა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა და ჯანდაცვის დეპარტამენტის, რეგულირების სამმართველოს უფროსი ნათია ნოღაიდელი. მე-2 რეგიონული თათბირის შემაჯამებელ ნაწილში ხელი მოეწერა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების, ჯანდაცვის სამინისტროების მინსკის განაცხადის პროექტს-"ხარისხიანი და არაძვირადღირებული წამლებისა და დიაგნოსტირების მეთოდების ხელმისაწვდომობის გაფართოება". ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის UNICEF, UNDP და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორი ჟუჟანა ჟაკაბი. ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაციის წარმომადგნლები ბელარუსის ჯანდაცვის მინისტრს ვალერი მალაშკოს შეხვდნენ. ასევე დაათვალიერიეს ბელარუსის რესპუბლიკური კლინიკური სამედიცინო ცენტრი და ფარმაცევტული საწარმოები.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხებისოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო