• კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
სამინისტრო სოფლად სახლს კიდევ 400-ზე მეტ დევნილ ოჯახს შეუსყიდის
26 ნოემბერი, 2018

სამინისტრო სოფლად სახლს კიდევ 400-ზე მეტ დევნილ ოჯახს შეუსყიდის

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სოფლად სახლს, საკარმიდამო მიწის ნაკვეთით, 400-ზე მეტ დევნილ ოჯახს შეუსყიდის.  

სახლების შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილება დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ მიიღო. კომისიას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ხელმძღვანელობს. კომისიის მუშაობაში სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლევან გოგოძე, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ვეტერანთა დეპარტამენტის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

კომისიამ „სოფლად სახლის“ შესყიდვის პროგრამის ფარგლებში, 600-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული ოჯახის განაცხადი განიხილა და 400-ზე მეტი დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.

„სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახი თავად არჩევს კერძო სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, სამინისტრო აღნიშნულ სახლს შეისყიდის. სახლებს თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც დევნილი ოჯახებისთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს.

2013 წლიდან დღემდე, სამინისტრომ სახლი უკვე 2534 დევნილ ოჯახს შეუსყიდა. „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, განაცხადების მიღება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხებისოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო