• კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
C ჰეპატიტზე სკრინინგი უკვე 12 იუსტიციის სახლშია შესაძლებელი
08 ნოემბერი, 2018

C ჰეპატიტზე სკრინინგი უკვე 12 იუსტიციის სახლშია შესაძლებელი

ქვეყანაში მიმდინარე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა მუდმივად ფართოვდება. სკრინინგის ჩატარება სამედიცინო დაწესებულებების გარდა, უკვე იუსტიციის სახლებშიცაა შესაძლებელი. ნებისმიერ მოქალაქეს საშუალება აქვს სხვა სერვისების პარალელურად, გაიგოს თავისი სტატუსი C ჰეპატიტთან მიმართებაში.
სკრინინგის კუთხე საქართველოს მასშტაბით 12 იუსტიციის სახლშია მოწყობილი.
✔თბილისი
✔ბათუმი
✔ქუთაისი
✔რუსთავი
✔მარნეული
✔გორი
✔ზუგდიდი
✔თელავი
✔ოზურგეთი
✔ახალციხე
✔გურჯაანი
✔ფოთი
პროცესის მიმდინარეობას დღეს პირადად გაეცნენ ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.
სიახლეებია დაფინანსების კუთხითაც, პროგრამის ფარგლებში სრულად ფინანსდება პირველი-კონფირმაციული ტესტი და გენოტიპირების ანალიზი. პაციენტის მაქსიმალური ხარჯი 160 ლარს არ აღემატება.
სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვისა და ვეტერანებისთვის მოქმედებს 70%-იანი თანადაფინანსების სისტემა.
გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, უკვე დაწყებულია დეცენტრალიზაციის პროცესი, რომლის მიხედვითაც საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, იქნება მინიმუმ ერთი დაწესებულება, რომელებშიც ბენეფიციარებს სრულ სერვისს შესთავაზებენ. პროცესში ასევე, ჩართულია ზიანის შემცირების ცენტრები, რაც მნიშვნელოვანია პროგრამის ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფის - ნარკომომხმარებელთა ჩართვისთვის. დეცენტრალიზაციის პროექტში უკვე ჩართულია 8 პირველადი ჯანდაცვის და 3 ზიანის შემცირების ცენტრი.
სიახლეები განხორციელდა პროგრამის ადმინისტრირების მიმართულებითაც. ბენეფიციარებს პროგრამაში რეგისტრაციისთვის აღარ მოუწევთ სოციალური მომსახურების სააგენტოში მისვლა. ცვლილების თანახმად რეგისტრაცია შესაძლებელია პირდაპირ პროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებაში. ასევე მუშაობის ონლაინ ფორმატზე გადავიდა პაციენტთა დოკუმენტაციის შემსწავლელი კომისია, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს პაციენტების მოლოდინის პერიოდს. ბენეფიციარები მკურნალობის დაწყებას დარეგისტრირებიდან 7 დღეში შეძლებენ, ნაცვლად 1 თვისა.
პროგრამის დაწყებიდან დღემდე დარეგისტრირებულია 50000-ზე მეტი ბენეფიციარი. მკურნალობაში ჩაერთო 49000-ზე მეტი ადამიანი. მკურნალობა დაასრულა 45000-ზე მეტმა პირმა, განკურნების მაჩვენებელი 98,3%-ია.

საქართველო C ჰეპატიტის გარეშე!

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხებისოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო