• კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
GMP ინსპექტორების მზადების პროცესი  დასრულდა
02 ნოემბერი, 2018

GMP ინსპექტორების მზადების პროცესი დასრულდა

  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით  სერგეენკო  შეხვდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და კომპანია „ფარმაკონის“ წარმომადგენლებს, რომლებიც მონაწილებას იღებენ საქართველოში კარგი საწარმოო პრაქტიკის (GMP) საერთაშორისო  სტანდარტის დანერგვაში.  აღნიშნული სტანდარტი წარმოადგენს  ქვეყანაში წარმოებული და იმპორტირებული ფარმაცევტული პროდუქტის ხარისხის  უმაღლეს საზომს.  GMP სტანდარტის დასანერგად ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში შეირჩა ეროვნული ინსპექტორატის კანდიდატები. შერჩეულმა პირებმა დანიაში, კომპანია „ფარმაკონში“ გაიარეს სწავლების ძირითადი ეტაპი, რის შემდეგაც ფინალური  მოდულები საქართველოში მოქმედ ფარმაცევტულ კომპანიებში შეისწავლეს. შეხვედრაზე დანიელმა ტრენერებმა ჯანდაცვის მინისტრს გააცნეს მომზადებული ინსპექტორების შესაძლებლობი და ის უნარები, რომლებიც მათ სწავლების პროცესში შეიძინეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ სწავლების პროცესში კანდიდატებმა გამოავლინეს მოსალოდნელზე მაღალი შესაძლებლობები და ინსპექტორისთვის საჭირო მნიშვნელოვანი თვისებები. მათივე შეფასებით, მომზადებულ ინსპექტორებს არამხოლოდ ეროვნულ, არამედ რეგიონულ დონეზეც  შეუძლიათ მომართვის შემთხვევაში  ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხის ინსპექტირება.   

   შეხვედრაზე ტრენერებმა ასევე დადებითად შეაფასეს ქართული ფარმაცევტული კომპანიების განწყობა სიახლის დანერგვისადმი, რამდენადაც მწარმოებლებს აქვთ მოლოდინი, რომ GMP სტანდარტი მათ საქმიანობას კიდევ უფრო განავითარებს.

ჯანდაცვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს გაწეული დახმარებისთვის და ქართული ფარმაციის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, სახელმწიფო ბოლომდე დაუჭერს მხარს ქვეყანაში  ხარისხის ახალი  სტანდარტების დანერგვას და განვითარებას.

 

 

 

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხებისოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო