• კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
შეხვედრა ბიზნეს სექტორთან შრომის აქტუალურ  საკითხებზე
02 ნოემბერი, 2018

შეხვედრა ბიზნეს სექტორთან შრომის აქტუალურ საკითხებზე

 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე ბიზნეს სექტორს შეხვდა. შეხვდარზე მხარეებმა შრომის პირობების ინსპექტირების მიმდინარე პროცესები, მთავარი გამოწვევები და ხარვეზები განიხილეს. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ბიზნეს სექტორის ინფორმირება შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის 2018 წლის 1 აგვისტოდან გაზრდილი მანდატის ფარგლებში მუშაობის შედეგზე. კერძოდ, შემოწმებული კომპანიების რაოდენობაზე, გამოლენილ დარღვევებზე და სამინისტროს მხრიდან მასზე რეაგირების ფორმებზე. საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, როგორც ბიზნეს სექტორის მხარდამჭერი ორგანიზაცია, დისკუსიის პროცესში შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის საკითხებში გამოვლენილ მთავარ გამოწვევებზე საპასუხოდ შეიმუშავებს კონკრეტულ სერვისებს, რომლებიც ბიზნეს სექტორს მაქსიმალურად გაუმარტივებს როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი რეგულაციების შესაბამისად სამუშაო გარემოს მოწყობას, რათა, ერთის მხრივ, უზრუნველყონ თანამშრომელთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პირობების დაცვა, ხოლო, მეორეს მხრივ, თავიდან აირიდონ ის ფინანსური სანქციები, რომლებსაც უკვე ამოქმედებული რეგულაციები ითვალისწინებს. შეხვედრას იმ კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც უკვე გაიარეს სავალდებულო ინსპექტირება. იმსჯელეს მათ კომპანიებში გამოვლენილი ხარვეზებისა და მის აღმოსაფხვრელად განხორცილებული ღონისძიებების შესახებ.

 

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხებისოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო