• კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
პირველადი ჯანდაცვის გლობალური კონფერენცია
25 ოქტომბერი, 2018

პირველადი ჯანდაცვის გლობალური კონფერენცია

პირველადი ჯანდაცვის თემაზე ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გლობალური კონფერენცია იმართება. მაღალი დონის შეხვედრაზე მონაწილეობას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა და ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი მარინა დარახველიძე იღებენ.

კონფერენციაზე განიხილავენ  პირველად ჯანდაცვას, როგორც აუცილებელ პირობას, რათა მიღწეულ იქნას მდგრადი განვითარების მიზნები და ჯანდაცვის სერვისების საყოველთაო მოცვა.

გლობალური კონფერენცია 1978 წელს მიღებულ ალმაატის დეკლარაციას ეძღვნება. მაღალი დონის შეხვედრა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, გაეროს ბავშვთა ფონდისა  და ყაზახეთის მთავრობის მიერ არის ორგანიზებული.

კონფერენცია 25-26 ოქტომბერს იმართება და მასში მონაწილეობას 190 ქვეყნის დელეგატი იღებეს. 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხებისოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო