ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
სამედიცინო მედიაციის სამსახურის ანგარიში
07 თებერვალი, 2013

სამედიცინო მედიაციის სამსახურის ანგარიში

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სამედიცინო მედიაციის სამსახურის ხელმძღვანელმა სოფიო ლებანიძემ ბრიფინგი გამართა, სადაც შესრულებული სამუშაოს ანგარიში წარადგინა.
2013 წლის 31 იანვრის მდგომარეობით სამედიცინო მედიაციის სამსახურს 6536 ფიზიკურმა პირმა მომართა. მომართვების 2/3 საინფორმაციო კითხვებზე მოდიოდა, მაგალითად განმარტებებზე, თუ რა მოცულობის სამედიცინო მომსახურებას მოიცავდა ან რა წესსა და პროცედურებს ექვემდებარებოდა კონკრეტული სადაზღვევო პოლისი. მომართვების 1/3 არასაინფორმაციო კითხვებზე მოდის, როდესაც სახეზეა მედიაციის სადაზღვევო შემთხვევის ადექვატური რეგულირების საჭიროება. 
მედიაციის სამსახურმა სულ განიხილა 53 სასარჩელო მოთხოვნა, რომელიც ითვალისწინებდა 3,516,932.49 ლარის ფინანსური დავის განხილვას. აქედან შემთხვევების 69% დასრულდა მორიგებით (1,181,870.19 ლარის ფინანსურ დავებზე), მოდავე მხარეებს შორის შედგა კომუნიკაცია (1,101,618.77 ლარი), მიღებულ იქნა რეკომენდაცია (177,157.16 ლარი). 
2012 წლის დეკემბერში პირველად შეიკრიბა სამედიცინო მედიაციის საბჭო რეკომენდაციის მისაღებად. სულ საბჭოს 2 სხდომაზე განხილულ იქნა 3 სასარჩელო დავა და მიღებულ იქნა შესაბამისი რეკომენდაცია. 
ფიზიკური და იურიდიული პირები სამედიცინო მედიაციის სამსახურს უკავშირდებიან სამინისტროს ცენტრალური „ცხელი ხაზის" მეშვეობით - ნომერზე 15-05.
სამედიცინო მედიაციის სამსახური 2012 წლის 1 ივნისს დაფუძნდა. სამსახური უზრუნველყოფს პაციენტის და დაზღვეული მოქალაქეების უფლებების დაცვას. სამსახური ასევე აწესრიგებს ურთიერთობებს სამედიცინო დაწესებულებებსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის. შესაბამისად, სამსახური იხილავს, როგორც ფიზიკური პირების/მოქალაქეების, ასევე იურიდიული პირების მომართვებს.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაციაCOVID-19-ის სტატისტიკური მონაცემების საინფორმაციო პორტალიდევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულაჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდამოკიდებულების პრევენციის სერვისი