ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
მინისტრი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტს ჯუგნა შაჰს შეხვდა
12 თებერვალი, 2013

მინისტრი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტს ჯუგნა შაჰს შეხვდა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტს ქალბატონ ჯუგნა შაჰს შეხვდა. მისი ვიზიტის მიზანია, შემუშავდეს დეტალური სამოქმედო გეგმა საქართველოში DRG-ის (დაავადებებთან დაკავშირებული ჯგუფების) დანერგვის კუთხით. ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე აქტიურად დაიწყო მუშაობა ქვეყანაში ჯანმრთელობის საყოველთაო მოცვის უზრუნველყოფისთვის დაფინანსებისა და შესყიდვის თანამედროვე მექანიზმების შემუშავებისთვის. 
ერთ-ერთი ძირითადი მექანიზმი, რომლის დანერგვასაც 2013-2014 წლების განმავლობაში სამინისტრო წარმართვას, არის მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში აპრობირებული მიდგომა დაავადებებთან დაკავშირებული ჯგუფების (DRG) მიხედვით დაფინანსება. ეს მეთოდი ხელს უწყობს სისტემის გამჭვირვალობის გაზრდას, სახელმწიფოს მიერ ჯანდაცვაზე გამოყოფილი რესურსების ეფექტურ ხარჯვასა და ადმინისტრაციული დანახარჯების შემცირებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ DRG-ის მეთოდის დაფინანსება უზრუნველყოფს არსებული ფინანსური რესურსების სამართლიან გადანაწილებას ჰოსპიტლებზე, რაც მნიშვნელოვანია როგორც ამ სფეროს სამომავლო განვითარებისთვის საქართველოში და ახალი ტექნოლოგიების დანერგვისთვის, ისე პაციენტებისათვის მათ საჭიროებებზე ორიენტირებული და ხარჯთ-ეფექტური სერვისების მიწოდებისთვის.
გარდამავალ ეტაპზე კი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტი აფასებს სამინისტროში მიმდინარე მოსამზადებელ სამუშაოებს საქართველოში დღეისათვის დაუზღვეველი 2 მილიონზე მეტი მოსახლეობის მინიმალური სამედიცინო მომსახურებით უზრუნველსაყოფად, რომელიც თებერვლის ბოლოდან ამოქმედდება.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაციაCOVID-19-ის სტატისტიკური მონაცემების საინფორმაციო პორტალიდევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულაჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდამოკიდებულების პრევენციის სერვისი