ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
მოთხოვნა ინტერესის გამოსახატავად
19 მაისი, 2023

მოთხოვნა ინტერესის გამოსახატავად

საქართველო

დამატებითი დაფინანსება COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტისთვის.

სესხის ნომერი 9273 -GE

დავალების სახელწოდება: საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა  ვაქცინაციით პრევენციულ და არაგადამდებ დაავადებებზე საზოგადოების, მათ შორის პრიორიტეტულად 65+ ასაკობრივი ჯგუფების,  ცნობიერების ამაღლების კამპანიის ტექნიკური მხარდაჭერის მიზნით.

ხელშეკრულება / RFP No: COVID19/AF/CS-RFP-01-2

საქართველომ მსოფლიო ბანკისგან მიიღო დამატებითი დაფინანსება COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის განსახორციელებლად. აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ხსენებული პროექტის ფარგლებში შესასყიდი საკონსულტაციო მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად.

საკონსულტაციო მომსახურება ("სერვისები") მოიცავს 65 წლის და ზემოთ ასაკის პირთა ცნობიერების ამაღლებას მათი  პირველადი ჯადვაცვის  დაწესებულებებში რეგულარული ვიზიტების წახალისების მიზნით. კერძოდ:   ვაქცინაციით პრევენციულ დაავადებებსა (განსაკუთრებით COVID-19-სა და სეზონური გრიპი)და პირველადი ჯანდაცვის დონეზე არსებული  მომსახურებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს პრევენციული ღონისძიებების გაძლიერებასა და ქრონიკული/არაგადამდები დაავადებების   მართვის გაუმჯობესებას. დავალების სავარაუდო ხანგრძლივობაა 9 თვე.

მომსახურების მოცულობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ტექნიკური დავალებაში.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ინტერესის გამოხატვისთვის იწვევს უფლებამოსილ საკონსულტაციო კომპანიებს (კონსულტანტებს) საკონსულტაციო მომსახურების (”მომსახურება”) გასაწევად.

დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია იმის საჩვენებლად, რომ მათ აქვთ  მომსახურების შესასრულებლად საჭირო გამოცდილება. საკონსულტაციო კომპანიების მოკლე სიაში მოსახვედრი კრიტერიუმები შემდეგია:

  • საკომუნიკაციო კამპანიის ორგანიზების მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
  • სამუშაო გამოცდილება ბოლო 5 წლის განმავლობაში, სავალდებულოა 1 საკომუნიკაციო პროექტი რომელიც განხორციელებულია საქართველოს სამთავრობო ორგანიზაციასთან; სასურველია საერთაშორისო დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებში გამოცდილება;
  • პროექტის სრული მიმდინარეობის განმავლობაში მაღალკვალიფიციური/გამოცდილი რესურსის ჩართულობის შესაძლებლობა;
  • საქართველოში, თბილისში მოქმედი ოფისი.

შეფასებისას მხედველობაში მიღებული იქნება მხოლოდ წარმატებულად განხორციელებული პროექტები.  

ძირითადი პერსონალის შეფასება კონსულტანტების მოკლე სიის შედგენის ეტაპზე არ განხორციელდება.

დაინტერესებულმა კონსულტანტებმა ყურადღება უნდა მიაქციონ მსოფლიო ბანკის “IPF მსესხებლების შესყიდვების რეგულაციების  (დებულება)“ (მეოთხე გამოცემა, 2020 წლის ნოემბერი) მე-3 ნაწილის 3,14, 3,16 და 3,17 პუნქტებს, რომლებშიც  მოცემულია მსოფლიო ბანკის პოლიტიკა ინტერესთა კონფლიქტის შესახებ.

კვალიფიკაციის ასამაღლებლად კონსულტანტებს შეუძლიათ შექმნან ასოციაცია (დაინტერესების გამოხატვაში ნათლად უნდა იყოს მითითებული ასოციაციის ფორმა - ერთობლივი საწარმო ან ქვე-კონსულტაცია). ერთობლივი საწარმოს შემთხვევაში ერთობლივი საწარმოს ყველა წევრი უნდა იყოს ერთობლივად და ცალ-ცალკე პასუხისმგებელი ხელშეკრულების შესრულებაზე (ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში). 

კონსულტანტის შერჩევა განხორციელდება შესყიდვების რეგულაციებში მიოთითებული ხარსხზე დამყარებული შერჩევის (Quality based Selection) მეთოდით.

დაინტერესებულ კონსულტანტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ სამუშაო საათებში 10-დან 6 საათამდე შემდეგ მისამართზე: ttoriashvili@moh.gov.ge

ინტერესის გამოხატვა ელექტრონულად უნდა ჩაბარდეს ქვემოთ მითითებულ მისამართზე არაუგვიანეს 2023 წლის 2 ივნისის 18:00 საათისა.

სახელი: თეა ტორიაშვილი

თანამდებობა: შესყიდვების კონსულტანტი

ელ. ფოსტა: ttoriashvili@moh.gov.ge          

CC: khamilakhvari@moh.gov.ge and ninokvernadze@moh.gov.ge  

ვებ გვერდი: www.moh.gov.ge

Communication ToR

ფასების სახელმწიფო რეგულირებას დაქვემდებარებული მედიკამენტების ჩამონათვალი და მაქსიმალური ზღვრული ფასიაფთიაქებში არსებული მარაგების მართვის სისტემადევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულაჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდამოკიდებულების პრევენციის სერვისი