
შპს "კავკასუს თრეველ გრუპ-ბრენჩ ოფ ჯორჯიას" მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საჯაროდ გამოქვეყნების შესახებ
2022 წლის 08 დეკემბერს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ- შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 77-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი დაუსწრებლად, შპს "კავკასუს თრეველ გრუპ-ბრენჩ ოფ ჯორჯიას" (ს/ნ 416361323) მიმართ. ვინაიდან, შპს "კავკასუს თრეველ გრუპ-ბრენჩ ოფ ჯორჯიას" დირექტორმა ვერ მოახერხა ოქმის შედგენაში მონაწილეობა, ოქმის მეორე პირი გაეგზავნა სამართალდამრღვევს ფოსტის მეშვეობით ორჯერ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის N005272 ოქმის ჩაუბარებლობის გამო, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი საჯაროდ გამოქვეყნების თაობაზე.