
შპს "დვალეთის" მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საჯაროდ გამოქვეყნების შესახებ
2022 წლის 04 აპრილს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ- შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი დაუსწრებლად, შპს "დვალეთის" (ს/ნ 412725779) მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ კანონით დადგენილი წესით ეცნობა შპს "დვალეთის" დირექტორს, ბ-ნ შალვა დვალს ოქმის შედგენის შესახებ, მან არ მიიღო ოქმის შედგენაში მონაწილეობა და უარი განაცხადა ოქმის ჩაბარებაზე. შესაბამისად, ოქმის მეორე პირი გაეგზავნა სამართალდამრღვევს ფოსტის მეშვეობით ორჯერ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის N003342 ოქმის ჩაუბარებლობის გამო, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი საჯაროდ გამოქვეყნების თაობაზე.