
შპს "იდეა მელიქიშვილის" მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საჯაროდ გამოქვეყნების შესახებ
2022 წლის 21 მარტს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ- შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი დაუსწრებლად, შპს "იდეა მელიქიშვილის" (ს/ნ 405106745) მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ კანონით დადგენილი წესით ეცნობა შპს "იდეა მელიქიშვილის" დირექტორს, ქ-ნ რუსუდან გიორგაძეს ოქმის შედგენის შესახებ, მან ვერ მოახერხა ოქმის შედგენაში მონაწილეობა და მოითხოვა სამართალდარღვევის ოქმის ფოსტის მეშვეობით გაგზავნა. შესაბამისად, ოქმის მეორე პირი გაეგზავნა სამართალდამრღვევს ფოსტის მეშვეობით ორჯერ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის N003201 ოქმის ჩაუბარებლობის გამო, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი საჯაროდ გამოქვეყნების თაობაზე.