
შპს ლაზიკა 2008-ის მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საჯაროდ გამოქვეყნების შესახებ
2022 წლის 18 მარტს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ- შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი დაუსწრებლად, შპს "ლაზიკა 2008"-ის (ს/ნ 245622679) მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ კანონით დადგენილი წესით ეცნობა შპს "ლაზიკა 2008"-ის დირექტორს, ქ-ნ მანანა აბდულიშს ოქმის შედგენის შესახებ, მან არ მიიღო ოქმის შედგენაში მონაწილეობა და უარი განაცხადა ოქმის ჩაბარებაზე. შესაბამისად, ოქმის მეორე პირი გაეგზავნა სამართალდამრღვევს ფოსტის მეშვეობით ორჯერ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის N003411 ოქმის ჩაუბარებლობის გამო, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი საჯაროდ გამოქვეყნების თაობაზე.