ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის ჩარჩო დოკუმენტის და დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გეგმის განახლებული ვერსიების საჯარო განხილვა
27 აპრილი, 2021

COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის ჩარჩო დოკუმენტის და დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გეგმის განახლებული ვერსიების საჯარო განხილვა

COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის განვითარების ძირითადი მიზანია COVID-19- ის პანდემიით გამოწვეული საფრთხეების თავიდან აცილება, გამოვლენა და მათზე რეაგირება და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მზადყოფნისთვის ეროვნული სისტემების გაძლიერება. COVID-19 რეაგირების პროექტი შემდეგი სამი კომპონენტისგან შედგება: (i) COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების ღონისძიებები, ვაქცინის დანერგვის უსაფრთხო და ეფექტური სისტემების განვითარების ჩათვლით, (ii) ჯანდაცვის ღონისძიებების შემუშავების ხელშეწყობა, რომელიც ემსახურება COVID-19-ის ეპიდემიის შესაკავებლად სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი და მოწყვლადი ოჯახებისა და პირებისთვის დროებითი ფინანსურ დახმარებას და (iii) პროექტის მართვა და მონიტორინგი.

წარმოდგენილი „ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის ჩარჩო დოკუმენტი“ (ESMF)  და „დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გეგმა“ (SEP) განახლდა COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის დამატებითი ფინანსირების ფარგლებში, 1.3 ქვეკომპონენტის „ვაქცინის შესყიდვა და დანერგვა“ მოთხოვნებიდან გამომდინარე.

წარმოდგენილი ESMF-ის და SEP-ის განახლებული სამუშაო ვერსია გამოქვეყნებულია საჯაროდ, იმისთვის რომ ფართო საზოგადოებას და პროექტით დაინტერესებულ ყველა მხარეს  მიეცეს შესაძლებლობა გაეცნოს პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს, პროექტის განმახორციელებელი ჯგუფის პასუხისმგებლობებს გარემოსდავით და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით. საზოგადოების წარმოადგენლები უფლებამისილნი არიან ფლობდნენ სრულყოფილ ინფორმაციას პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებთან დაკავშირებით, და უზრუნველყონ უკუკავშირი პროექტის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში.

2021 წლის 7 მაისს, 15:00 საათზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გაიმართება COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის ჩარჩოს დოკუმენტისა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გეგმის საჯარო განხილვა ელექტრონულ ფორმატში. შეხვედრის ბმული დამატებით დაეგზავნება შეხვედრაში მონაწილების მსურველ დაინტერსებულ პირებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდით სამინისტროს პროექტის განმახორციელებელ ერთეულს (PIU):

საკონტაქტო პირები:

ნინო პატარაშვილი, სოციალური სტარნდარტების სპეციალისტი

მობ.: +995 577 382292 

ელ-ფოსტა: npatarashvili@moh.gov.ge

გიორგი კობალაძე - გარემოსდაცვითი სტანდარტების სპეციალისტი

მობ: +995 599 6829834

მობ .: gkobaladze@moh.gov.ge

COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის ჩარჩო დოკუმენტის სამუშაო ვერსიის ნახვა, ქართულ და ინგლისურ ენებზე შესაძლებელია შემდეგ ბმულებზე:

დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გეგმა_ AF_განახლებული სამუშაო ვერსია

 ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის ჩარჩო_განახლებული სამუშაო ვერსია

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაციაCOVID-19-ის სტატისტიკური მონაცემების საინფორმაციო პორტალიდევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულაჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდამოკიდებულების პრევენციის სერვისი