ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
მოთხოვნა ინტერესის გამოსახატავად
05 მარტი, 2021

მოთხოვნა ინტერესის გამოსახატავად

საქართველო

COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტი.

სესხის ნომერი 9113-GE და სესხის ნომერი LO388A

პროექტის P173911A

დავალების სახელწოდება:  მსოფლიო ბანკის COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის და საქართველოში COVID-19 ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის ნაწილის განსახორციელებლად საკომუნიკაციო კომპანიის დაქირავება.

ხელშეკრულება / RFP No: COVID19-CS-RFP-05

 

საქართველომ მსოფლიო ბანკისგან მიიღო დაფინანსება COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის განსახორციელებლად. აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ხსენებული პროექტის ფარგლებში შესასყიდი საქონლის, სამუშაოების და საჭირო საკონსულტაციო მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო  - ინტერესის გამოხატვისთვის იწვევს უფლებამოსილ საკონსულტაციო კომპანიებს (კონსულტანტებს) შემდეგი საკონსულტაციო მომსახურების (”მომსახურება”) გასაწევად:

მსოფლიო ბანკის COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის და საქართველოში COVID-19 ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის ნაწილის განსახორციელებლად საკომუნიკაციო კომპანიის დაქირავება.

ამ დავალების სავარაუდო ხანგრძლივობაა 12 თვე.

მოცულობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ტექნიკური დავალებაში.

დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია იმის საჩვენებლად, რომ მათ აქვთ აუცილებელი გამოცდილება მომსახურების შესასრულებლად. ინტერესის გამოხატვა უნდა მოიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ:

1. კომპანიის პროფილი;

2. კომპანიის გამოცდილება დავალების შესაბამის პროექტებში;

3. ზოგადი მიმოხილვა კომპანიის პერსონალის შესაძლებლობებზე და გამოცდილებაზე.

 

დაინტერესებული კონსულტანტების ყურადღება მიიპყრო მსოფლიო ბანკის შესყიდვების რეგულაციების IPF მსესხებელთა (დებულება) 3.14 პუნქტმა (2016, ივლისი, განახლებული 2017 წლის ნოემბერი და 2018 წლის აგვისტო), რომელშიც მოცემულია მსოფლიო ბანკის პოლიტიკა ინტერესთა კონფლიქტის შესახებ.

კონსულტანტებს შეუძლიათ შექმნან ასოციაცია (გაითვალისწინეთ, რომ მსოფლიო ბანკისთვის მისაღები ასოციაცია არის ქვეკონსულტაცია ან ერთობლივი საწარმო და წარდგინებაში ნათლად უნდა იყოს მითითებული ასოციაციის ხასიათი) მათი კვალიფიკაციის ასამაღლებლად.

კომპანიის კორპორატიული გამოცდილების შეფასებისას ქვე-კონსულტანტების გამოცდილება არ იქნება გათვალისწინებული.

დავალების შესაბამის პროექტებში გამოცდილება უნდა წარმოადგინონ თანდართული N1 ფორმის შესაბამისად.

კონსულტანტების მიერ წარმოდგენილი ინტერესის გამოხატვა არ უნდა აღემატებოდეს 20 გვერდს. დანართის სახით შესაძლებელია კომპანიის ბროშურის წარმოდგენა, რაზეც გვერდების რაოდენობის შეზღუდვა არ ვრცელდება.

კონსულტანტი შეირჩევა „ხარისხის საფუძველზე შერჩევა” (QBS) პროცედურების შესაბამისად, რომლებიც განსაზღვრულია მსოფლიო ბანკის შესყიდვების რეგულაციებში IPF მსესხებლებისთვის (რეგულაციები) (2016, ივლისი, შესწორებული 2017 წლის ნოემბერი და 2018 წლის აგვისტო),

კონსულტანტის საჭირო კვალიფიკაცია:

• მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება სტრატეგიულ კომუნიკაციებსა და საზოგადოებასთან ურთიერთობაში.

• მინიმუმ შვიდი ანალოგიური მასშტაბის განხორციელებული პროექტი.

• სასურველია საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან და სამთავრობო უწყებებთან სამუშაო გამოცდილება.

• კომუნიკაციის საუკეთესო პრაქტიკის მინიმალური 5 წლიანი გამოცდილება (მაგ. ვებსაიტის შინაარსი და ბლოგინგი,  სოციალური მედია, მედია, პრეს რელიზები, აშშ).

შეფასებისას მხედველობაში მიიღება მხოლოდ წარმატებით დასრულებული დავალებები.

დაინტერესებულ კონსულტანტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ შემდეგ მისამართზე: ngvenetadze@moh.gov.ge

ინტერესის გამოხატვა ელექტრონულად უნდა ჩაბარდეს ქვემოთ მითითებულ მისამართზე არაუგვიანეს 2021 წლის 22 მარტი 16:00 საათისა.

სახელი: ნინო გვენეტაძე

თანამდებობა: შესყიდვების კონსულტანტი

ელ.ფოსტა: ngvenetadze@moh.gov.ge და ninokvernadze@moh.gov.ge

ვებ-გვერდი: www.moh.gov.ge

დანართი N1 - ტექნიკური დავალება -  ToR

დანართი N2 - ფორმა N1 Form N1

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაციაCOVID-19-ის სტატისტიკური მონაცემების საინფორმაციო პორტალიდევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულაჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდამოკიდებულების პრევენციის სერვისი