
შპს ელ-ლაითის მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საჯაროდ გამოქვეყნების შესახებ
2020 წლის 10 დეკემბერს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის მიერ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4210 მუხლის შესაბამისად შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, შპს „ელ-ლაითი”-ს (ს/კ 405231217) მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ კანონით დადგენილი წესით ეცნობა შპს „ელ-ლაითი”-ს უფლებამოსილ პირს ოქმის შედგენის შესახებ, მან არ მიიღო ოქმის შედგენაში მონაწილეობა, ხოლო ოქმის შედგენის შემდგომ არ ჩაიბარა იგი. იმის გამო, რომ ოქმის მეორე პირი გაეგზავნა სამართალდამრღვევს ფოსტის მეშვეობით ორჯერ და არცერთხელ არ ჩაბარდა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი საჯაროდ გამოქვეყნების თაობაზე. ოქმი განთავსებულია მიმაგრებულ მასალებში საჯაროდ.