ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის ჩარჩო დოკუმენტი (ESMF)  COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტი
21 დეკემბერი, 2020

ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის ჩარჩო დოკუმენტი (ESMF) COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტი

COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტი, რომელიც ხორციელდება მსოფლიო ბანკისა (რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD)) და  და აზიის ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო ბანკის მიერ (AIIB), მიზანად ისახავს COVID-19- ის პანდემიით გამოწვეული საფრთხეების თავიდან აცილებას, მათ გამოვლენასა და მათზე რეაგირებას, ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული სისტემების გაძლიერებას. COVID-19ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტი სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება: (i) COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების ღონისძიებები, (ii) ჯანდაცვის სისტემაში ღონისძიებების შემუშავების ხელშეწყობა, რომელიც ემსახურება COVID-19-ის ეპიდემიის შესაკავებლად სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი და მოწყვლადი ოჯახებისა და პირებისთვის დროებითი ფინანსურ დახმარებას და (iii) პროექტის მართვა და მონიტორინგი.

ვინაიდან პროექტი ხორციელდება მსოფლიო ბანკის საოპერაციო პოლიტიკისა და ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, წარმოდგენილი „ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის ჩარჩო დოკუმენტი“ (ESMF), რომელიც  წარმოდგენს ერთ-ერთ ძირითად დოკუმენტს იმ რამდენიმე გარემოსდაცვით და სოციალურ   ინსტრუმენტს შორის, რომელიც COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის განხორციელების მიზნებისათვის, მსოფლიო ბანკის გარემოსდაცვითი და სოციალური ჩარჩოს (ESF) მოთხოვნათა შესაბამისად, შემუშავდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ. ESMF განსაზღვრავს ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვისთვის  საჭირო ზომებს, რომლებიც საჭიროა COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების დაგეგმვის, პროექტირებისა და განხორციელებისთვის, რათა უზრუნველყოფილ იქნას პროექტის ეროვნული კანონმდებლობასთან და მსოფლიო ბანკის ESF–ის მოთხოვნებთან შესაბამისობა.

წარმოდგენილ ESMF-ს ასევე თან ერთვის შრომის მართვის პროცედურები, დოკუმნეტი, რომელიც განსაზღვრავს პროექტში დასაქმებულთა და დამსაქმებელთა უფლება-მოვალეობებს და ადგენს მოთხოვნებს, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო შრომის პირობების უზრუნველსაყოფად.

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ დოკუმენტის სრულ ვერსიაში

 ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის ჩარჩო

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდამოკიდებულების პრევენციის სერვისიდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო