ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
მოწვევა ბაზრის კვლევაში მონაწილეობის მიღების თაობაზე
05 ოქტომბერი, 2020

მოწვევა ბაზრის კვლევაში მონაწილეობის მიღების თაობაზე

მოწვევა ბაზრის კვლევაში მონაწილეობის მიღების თაობაზე

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

 

აცხადებს ბაზრის კვლევას დიალიზისა და მასთან დაკავშირებული

 აპარატურის  შესყიდვის შესახებ

 

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარე „COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის“ ფარგლებში გამიზნულია აქვს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ჰოსპიტალური დონის ეროვნული დაწესებულებების მზადყოფნის გაძლიერება და ცალკეული სამედიცინო დანიშნულების მოწყობილობისა და აღჭურვილობის სასწრაფო შესყიდვა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შევსებისა და განახლების მიზნით.

 

მსოფლიო ბანკის პროექტის განმახორციელებელმა ჯგუფი (PIU) საპასუხო ღონისძიებებში ჩართულ პარტნიიორებთან აქტიური კონსულტაციების შედეგებზე დაფუძნებით, ამზადებს გადაუდებელ შესყიდვათა პაკეტს, რაც გააძლიერებს პრიორიტეტული ჰოსპიტალური დაწესებულებების მზაობას COVID-19-ის კომპლექსური შემთხვევების ეფექტური მართვისთვის.

 

მიმდინარე ეტაპზე, ცხადდება ადგილობრივი ბაზრის მოკვლევა დიალიზისა და მასთან დაკავშირებული აპარატურის შესყიდვის მიზნით.

 

გთხოვთ, შესასყიდი საქონელის სპეციფიკაციები და სატენდერო პროცედურებში მონაწილეობის მისაღებად მიმწოდებლისათვის განსაზღვრული  მოთხოვნები  იხილოთ თანდართულ ფაილში და წარმოადგინოთ წინადადება ფაილიში მითითებული ფასების ცხრილის ფორმატის შესაბამისად.

 

წინადადებების წარმოდგენის  საბოლოო ვადა 10 ოქტომბერი, 2020 წ. გთხოვთ, წინადადებები მოგვაწოდოთ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე:

 

ngvenetadze@moh.gov.ge   ან ninokvernadze@moh.gov.ge

 

წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობის მიღებისთვის!


საკონტაქტო ინფორმაცია: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

 

მსოფლიო ბანკის პროექტის განმახორციელებელი ჯგუფი:

ნინო გვენეტაძე - შესყიდვების კონულტანტი.  

ტელ: + 995 2 51 00 11  (შიდა ) 05 06

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მოთხოვნილი საქონელის ტექნიკური სპეციფიკაციები და სტანდარტები

 

Item No

Name of Goods or Related Service

საქონელის დასასხელება

Technical Specifications and Standards

ტექნიკური სპეციაფიკაციები და სტანდარტეი

1

ჰემოდიალიზის აპარატი

ულტრაფილტრაციის სისტემის ზუსტი ვოლუმეტრული მართვით; კონტროლის ზღვრები:  ბიკარბონატის ელექტროლიტური გამტარობა 2-დან 4-მდე (mS/cm) ან 4-დან 7-მდე (mS/cm), საერთო ელექტროლიტური გამტარობა 12-დან 17-მდე (mS/cm); მგძნობიარობა გამტარობის ცვლილებაზე: 0,2 мС/см; დიალიზატის სიჩქარე: 300 დან  800-მდე მლ/წუთ; სისხლის გაჟონვის დეტექტორი: ოპტიკური, სპეციფიური ფერებით; ულტრაფილტრაციის ზღვრები:  0-დან 3000-მდე (მლ/წუთ.); სიზუსტე: 3%; შესაძლო პროფილირება: მინიმუმ 5 პროფილის პროგრამირების და დამახსოვრების შესაძლებლობა.
ექსტრაკორპორალურიწრედი:
- სისხლის ნაკადის ტუმბო:  პერისტატიკული ორ გორგოლაჭიანი. სიჩქარე 50 დან 600 მდე (მლ/წუთ.). წნევის ზღვრები 20-დან - 390-მდე мм Hg.
-ჰეპარინის ტუმბო:  შპრიცის ზომის არჩევის შესაძლებლობა, სიჩქარე 0,1 დან 10 მდე(მლ/წუთ.) წნევის ზღვრები:  -200-დან +400-მდე мм Hg.
- ფუნქციური ტესტი:  ავტომატური ან მუშაობის მთელი დროის განმავლობაში. წნევის კონტროლი დიალიზატორის შესვლაზე 0-დან 700-მდე мм Hg. არტერიული მაგისტრალის წნევის კონტროლი -400-დან +400-მდე мм Hg. ვენური მაგისტრალის წნევის კონტროლი  10-დან 390-მდე мм Hg.
- ქიმიური დეზინფექცია: დეზინფექცია ტარდება მხოლოდ დიალიზის რეჟიმის გათიშვის შემთხვევაში. პროგრამის ავტომატური მსვლელობა ან ადაპტირებული დეზინფექტანტის  გარკვეულ სახეობაზე.
 - ცხელი დეზინფექცია :  ავტომატური მსვლელობა 85 С ტემპერატურის დროს.
- ელ. მოხმარება 220ვ, 50 ჰც. შიდა აკუმულატორებით, არანაკლებ 2 საათი ავტონომიური მუშაობის რეჟიმით.
- შესაბამისი სახარჯი მასალით(სრული კომპლექტი) 20  პროცედურაზე.

 

 

დიალიზის პროცედურის საწოლი / სავარძელი

ელექტრო მართვით, მინიმუმ სამი სექციით; გვერდითი მოძრავი ჯებირებით; სამედიცინო სველი წესით დამუშავების მიმართ მედეგი რბილი ზედაპირით; შესაძლო დატვირთვა არანაკლებ 200 კგ.; მოძრავ გირგოლაჭებზე, ჩამკეტით. ელ. მოხმარება 220ვ, 50 ჰც

 

ცენტრალური წყლის ფილტრაციის ავტომატური სისტემა დიალიზისთვის

(ყველა აუცილებელი ელემენტით - მკვებავი წყლის ავზი; გარე წნევის რედუქტორი; ფილტრაციის სისტემები, მათ შორის აქტივირებული ნახშირით; რევერსული ოსმოსური სისტემა; კონცენტრატის შემრევი სისტემა, და სხვა მხარდამჭერი მოწყობილობა ელექტროენერგიის და სხვა ელემენტების (დრენირებისა და გაჟღენთვის) გამანაწილებლებით).
წარმადობა არანაკლებ 1000 ლ/სთ. ISO 23500-5:2019 სტანდარტის შესაბამისად.
ელ. მოხმარება 220ვ, 50 ჰც.

 

 

 

 

ფასების ცხრილი

 

1

2

3

4

5

6

7

 

N°

 

Description of Goods

საქონლის დასახელება

Country of Origin

მწარმოებელი ქვეყანა

Delivery Date as defined by Incoterms

მიწოდების  და ინსტალაციის ვადა

Quantity and physical unit

რაოდენობა

Unit price რთეულის ფასი ადგილზე მიწოდების გათვალისწინებით.

 

Total Price per Line item

მთლიანი ფასი

 

1

ჰემოდიალიზის (აპარატი ახალი)

 

 

36 ცალი

 

 

 

 

2

 

დიალიზის პროცედურის საწოლი / სავარძელი (ახალი)

 

 

 

 

36 ცალი

 

 

 

 

3

ცენტრალური წყლის ფილტრაციის ავტომატური სისტემა დიალიზისთვის (ახალი)

 

 

36 ცალი

 

 

 

 

 

 

 

სატენდერო პროცედურების გამოცხადებისას პრეტენდენტის მიმართ განსაზღვრული  იქნება შემდეგი მინიმალური მოთხოვნები:

 

-          მონაწილე ორგანიზაციას უნდა გააჩნდეს მინიმუმ სამი წლის გამოცდილება  სამედიცინო დანიშნულების პროდუქციის მიწოდების.

-          მსგავსი სამედიცინო დანიშნულების პროდუქციის მიწოდების თაობაზე შესრულებული  წარმატებული ხელშეკრულებები, .

-          მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებელი ქვეყნის სერთიფიკატი.

-          საკონტრატო ინფორმაცია.

 

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდამოკიდებულების პრევენციის სერვისიდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო