ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის ჩარჩო დოკუმენტის საჯარო განხილვა
31 ივლისი, 2020

COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის ჩარჩო დოკუმენტის საჯარო განხილვა

COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის განვითარების ძირითადი მიზანია COVID-19- ის პანდემიით გამოწვეული საფრთხეების თავიდან აცილება, გამოვლენა და მათზე რეაგირება და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მზადყოფნისთვის ეროვნული სისტემების გაძლიერება. COVID-19 რეაგირების პროექტი შემდეგი სამი კომპონენტისგან შედგება: (i) COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების ღონისძიებები, (ii) ჯანდაცვის ღონისძიებების შემუშავების ხელშეწყობა, რომელიც ემსახურება COVID-19-ის ეპიდემიის შესაკავებლად სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი და მოწყვლადი ოჯახებისა და პირებისთვის დროებითი ფინანსურ დახმარებას და (iii) პროექტის მართვა და მონიტორინგი.

წარმოდგენილი „გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის ჩარჩო დოკუმენტის“ სამუშაო ვერსია (ESMF)  წარმოდგენს ერთ-ერთს იმ რამდენიმე გარემოსდაცვით და სოციალურ   ინსტრუმენტს შორის, რომელიც მსოფლიო ბანკის გარემოსდაცვითი და სოციალური ჩარჩოს  (ESF) მოთხოვნათა შესაბამისად შემუშავდა MoILHSA–ს მიერ, COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის განხორციელების მიზნებისათვის. ESMF განსაზღვრავს ბინებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვისთვის  საჭირო ზომებს, რომლებიც საჭიროა COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების დაგეგმვის, პეროექტირებისა და განხორციელებისთვის, რათა უზრუნველყოფილ იქნას პროექტის ეროვნული კანონმდებლობასთან და მსოფლიო ბანკის ESF–ის მოთხოვნებთან შესაბამისობა.

წარმოდგენილი ESMF-ის სამუშაო ვერსია გამოქვეყნებულია საჯაროდ, იმისთვის რომ ფართო საზოგადოებას და პროექტით დაინტერესებულ ყველა მხარეს  მიეცეს შესაძლებლობა გაეცნოს პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს, პროექტის განმახორციელებელი ჯგუფის პასუხისმგებლობებს გარემოსდავით და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით. საზოგადოების წარმოადგენლები უფლებამისილნი არიან ფლობდნენ სრულყოფილ ინფორმაციას პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებთან დაკავშირებით, და უზრუნველყონ უკუკავშირი პროექტის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში.

ყველა დაინტერესებულ მხარეს შეუძლია წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრებები და კომენტარები 2020 წლის 10 აგვისტომდე (PM 12 00), როგორც წერილობით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაში  (144 აკ. წერეთლის გამზ. თბილისი 0119, საქართველო), ისე ელექტრონულად სამინისტროს ელექტრონულ ფოსტაზე: info@moh.gov.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდით სამინისტროს პროექტის განმახორციელებელ ერთეულს (PIU):

საკონტაქტო პირები:

ნინო პატარაშვილი, სოციალური სტარნდარტების კონსულტანტი

მობ.: +995 577 382292 

ელ-ფოსტა: npatarashvili@moh.gov.ge

გიორგი კობალაძე - გარემოსდაცვითი სტანდარტების კონსულტანტი

მობ: +995 599 689834

მობ .: gkobaladze@moh.gov.ge

COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის ჩარჩო დოკუმენტის სამუშაო ვერსიის ნახვა, ქართულ და ინგლისურ ენებზე შესაძლებელია შემდეგ ბმულებზე:

 ESMF including LMP & ICWMP_ 30.07.2020_GEO

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდამოკიდებულების პრევენციის სერვისიდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო