ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
განცხადება გეგმური სტომატოლოგიური მომსახურებების აღდგენის პროცესთან დაკავშირებით
08 მაისი, 2020

განცხადება გეგმური სტომატოლოგიური მომსახურებების აღდგენის პროცესთან დაკავშირებით

მთავრობის მიერ დაანონსებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის ფარგლებში, სტომატოლოგიის ასოციაციებთან და სტომატოლოგთა პროფკავშირებთან შეთანხმებით და მათი უშუალო ჩართულობით, ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, შემუშავდა გარკვეული მოთხოვნები გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურების აღდგენის პროცესთან დაკავშირებით.
დღის ბოლომდე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.rama.moh.gov.ge გამოქვეყნდება სპეციალური განაცხადის ფორმა და ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდნენ სტომატოლოგიური დაწესებულებები.
სტომატოლოგიურმა კლინიკებმა უნდა შეავსონ განაცხადი და გადმოგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე - dent@moh.gov.ge.
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი ზაალ კაპანაძის თქმით, 11 მაისიდან რეგულირების სააგენტოსა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლები შემოსული განცხადებების საფუძველზე დაიწყებენ სტომატოლოგიური კლინიკების მონიტორინგს.
„შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში და გეგმიური შემოწმების განხორციელების შემდეგ, კლინიკებს მიეცემათ უფლება, ჩვენს მოსახლეობას მიაწოდონ გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურების სერვისი“, - აღნიშნავს ზაალ კაპანაძე.

 

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდამოკიდებულების პრევენციის სერვისიდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო