ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
კერძო სახლების მშენებლობის პროექტში მონაწილე დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული წინასწარი ქულები
04 მაისი, 2020

კერძო სახლების მშენებლობის პროექტში მონაწილე დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული წინასწარი ქულები

გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოსა და შიდა ქართლის რეგიონში,  დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლები აშენდება.

პროექტში მონაწილეობა იმ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეეძლოთ,  რომლებიც საკუთრებაში, 2020 წლის 1 თებერვლამდე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ფლობენ.

პროექტში მონაწილეობის მოთხოვნით განაცხადი 94-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო.  მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, თითოეულ ოჯახს წინასწარი ქულა მიენიჭა.

სიის გამოქვეყნებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში დევნილ ოჯახებს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის შესაძლებლობა ეძლევათ. დევნილებს საშუალება აქვთ, საბუთები ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე - Infoidp@moh.gov.ge გამოგზავნონ ან სააგენტოს მოქალაქეთა მისაღებ ცენტრში განცხადებებისა და ოფიციალური კორესპონდენციისთვის განკუთვნილ სპეციალურ ყუთში მოათავსონ.

ამასთან,  დევნილთა სააგენტო ითვალისწინებს არსებულ ვითარებას და იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, რომლებიც მოცემულ ვადაში საბუთების შემოტანას ვერ მოახერხებენ, საშუალებას მისცემს, დამატებითი დოკუმენტაცია კომისიის მუშაობის დაწყებამდე წარმოადგინონ.   

შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული წინასწარი ქულები გადაფასდება, რის შემდგომაც განახლებული სია გამოქვეყნდება.

მონიტორინგის ჯგუფები დევნილი ოჯახების საცხოვრებელ პირობებსა და საჭიროებებს ადგილზე შეისწავლიან. გადამოწმებული განაცხადები, გადაწყვეტილების მისაღებად, დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას წარედგინება.

კომისიის მუშაობის პროცესი გამჭვირვალედ წარიმართება და მასში ჩართულები იქნებიან სახალხო დამცველის აპარატის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა წარმომადგენლები.

გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის  დაფინანსებულ პროექტს, რომელიც  დევნილთა  განსახლებასთან ერთად,  მათ ეკონომიკურ, სოციალურ და საგანმანათლებლო ინტეგრაციასაც   ითვალისწინებს, ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე,  დასავლეთ საქართველოსა და შიდა ქართლის რეგიონში,   122 სახლი აშენდება.

კერძო სახლების მშენებლობის პროექტში მონაწილე დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული წინასწარი ქულები

 

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდამოკიდებულების პრევენციის სერვისიდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო