
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განცხადებების მიღება 17 მარტიდან ახალი წესით განხორციელდება
ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, კორონავირუსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს დავალებისა და რეკომენდაციების შესაბამისად, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მოქალაქეთა მისაღების განტვირთვის მიზნით, 17 მარტიდან მოქალაქეთა მიღება/კონსულტაცია, ასევე საბუთების მიღება/გაცემა იწარმოებს კვირაში ორჯერ - ორშაბათს და ხუთშაბათს.
მოქალაქეებს შეუძლიათ, განცხადებები და ოფიციალური კორესპონდენცია გამოაგზავნონ სამინისტროს ელექტრონულ ფოსტაზე - info@moh.gov.ge;
ასევე, „რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში მოქმედ კომისიაზე განსახილველი დოკუმენტაციის გადმოგზავნა, სერვისის მიმწოდებლების მიერ, განხორციელდება ელექტრონულად, კომისიის ელ. მისამართზე - referral@moh.gov.ge. აღნიშნულის თაობაზე სერვისის მიმწოდებლების ინფორმირება უკვე განხორციელდა.