ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
ჯანდაცვის სამინისტრო
13 მარტი, 2020

ჯანდაცვის სამინისტრო "მთავარი არხის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სასწრაფო დახმარების პერსონალის დისკრედიტაციად მიიჩნევს

 

გვსურს გამოვეხმაუროთ “მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში სადეზინფექციო სამუშაოების დაგვიანებულ განხორციელებას ეხება. ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და უწყება მიზანშეწონილად მიიჩნევს საზოგადოებას ოფიციალური ცნობა მიაწოდოს.

 

მოგეხსენებათ, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ქვეყანაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისსა და პაციენტთა კლინიკებს შორის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. აღნიშნული სამსახური ასევე აქტიურად მონაწილეობს კორონავირუსის პრევენციულ ღონისძიებებში, მგზავრთა შემოწმების პროცესსა თუ პაციენტთა სამედიცინო მომსახურებაში. შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს ცენტრისა და მისი პერსონალის უსაფრთხოების ნორმების დაცვა წარმოადგენს.

 

"მთავარი არხის" მიერ გავრცელდა ინფრომაცია, რომ ცენტრმა სადეზინფექციო სამუშაოები მხოლოდ და მხოლოდ 11 მარტს დაიწყო. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. კერძოდ, 2013 წლიდან დღემდე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში ინტენსიურად მიმდინარობს. რაც შეეხება კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში დამატებით სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას, ცენტრმა უზრუნველყო მათი დროული მობილიზება და ყველა ადმინისტრაციული შენობისა თუ სასწრაფო დახმარების მანქანის სპეციალური ხსნარებით დამუშავება. დამატებითი სადეზინფექციო ღონისძიებები ხორციელდება 5 მარტიდან, კანონით განსაზღვრული მომსახურების გადაუდებელი აუცილებლობით შესყიდვის გზით. აღნიშნულთან დაკავშირებით, დოკუმენტაცია არის საჯარო და მისი მოძიება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალი ვირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი რისკის ზონაში 24 საათის განმავლობაში მოქალაქეთა ჯანმრთელობას იცავს. სამინისტრო მადლობას უხდის მედიკოსებს განსაკუთრებული პროფესიული თავდადებისთვის და დაუშვებლად მიიჩნევს მათ მიზანმიმართულ დისკრედიტაციას.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდამოკიდებულების პრევენციის სერვისიდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო