ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
დამატებითი ინფორმაცია ბათუმში დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის შესახებ
12 თებერვალი, 2019

დამატებითი ინფორმაცია ბათუმში დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის შესახებ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც ბათუმში ახალაშენებულ კორპუსებში  ბინები გადაეცემათ.

სიის გამოქვეყნების შემდგომ, მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის სხვა წევრები  ინდივიდუალურად შეხვდნენ იმ დევნილ ოჯახებს, რომლებსაც საცხოვრებელი ფართების განაწილების პროცესთან დაკავშირებით გარკვეული შეკითხვები ჰქონდათ.  იძულებით გადაადგილებული ოჯახების მიღება როგორც თბილისში, ისე ბათუმში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ შემაჯამებელ სხდომაზე, შეხვედრებისას გამოკვეთილ ახალ გარემოებებზე იმსჯელა და დამატებით  16 ბინის განაწილების გადაწყვეტილება მიიღო. ჯამში, ბათუმში, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელ ფართს 154 დევნილი ოჯახი მიიღებს.

კორექტირებული სია ქვეყნდება სამინისტროს ვებგვერდზე: 

ერთოთახიანი ბინები

ოროთახიანი ბინები

სამოთახიანი ბინები

ოთხოთახიანი ბინები

დევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსოლიდარობის ფონდისსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსსიპ წამლის სააგენტოადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო