ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
ზოგადი ინფორმაცია წითელას არაგეგმიური აცრების თაობაზე
24 იანვარი, 2019

ზოგადი ინფორმაცია წითელას არაგეგმიური აცრების თაობაზე


აცრას დაქვემდებარებული პირები:
1 წლიდან 19 წლამდე არასრულად აცრილი ან აუცრელი პირები - იმუნიზაციის სტატუსის გათვალისწინებით;
19 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა - წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინის 1 დოზით, იმუნიზაციის სტატუსის მიუხედავად;
 წითელას სავარაუდო შემთხვევის გამოვლენისას, ოჯახის წევრები და სხვა ორგანიზებული კონტაქტები - წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინის 1 დოზით, იმუნიზაციის სტატუსის მიუხედავად;
 სამედიცინო პერსონალი - წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინის 1 დოზით, დადგენილი წესის შესაბამისად.
 საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებული კონტინგენტი - წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინის 1 დოზით, აცრის სტატუსის მიუხედავად;
 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მოთავსებული პირები და მომუშავე პერსონალი - წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინის 1 დოზით, აცრის სტატუსის მიუხედავად;
 სკოლამდელი აღზრდის, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებლებში დასაქმებული პირები - წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინის 1 დოზით, აცრის სტატუსის მიუხედავად;
ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, წითელას არაგეგმიურ აცრას ზემოაღნიშნული პრინციპით, ექვემდებარება საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი პირი, მოქალაქეობის სტატუსის მიუხედავად.
არაგეგმიური აცრების წარმოება
არაგეგმიური აცრის მომსახურება ბენეფიციარებისათვის არის უფასო და მას სრულად აფინანსებს სახელმწიფო. ამ მომსახურების მიღება უფასოდ, შესაძლებელია გეგმიური იმუნიზაციის მიმწოდებელ ნებისმიერ დაწესებულებებში, მიუხედავად იმისა არის თუ არა ბენეფიციარი რეგისტრირებული შესაბამის დაწესებულებაში გეგმიური ამბულატორიული სერვისის მიმღებად;
არაგეგმიური აცრის მომსახურება ასევე უფასოა კერძო სადაზღვევო სქემებში ჩართული ბენეფიციარებისათვის და მას სრულად აფინანსებს სახელმწიფო. ამ ბენეფიციარებს მომსახურების მიღება უფასოდ, შეუძლიათ გეგმიური იმუნიზაციის მიმწოდებელ ნებისმიერ დაწესებულებებში;
 იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აცრის სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებს თითოეული აცრისთვის, რაც მოიცავს აცრას და ექიმის კონსულტაციას, აუნაზღაურდებათ ერთი ლარი, ცენტრში დამტკიცებული ფორმით ანგარიშის წარდგენის საფუძველზე;
არაგეგმიური აცრებისათვის სამედიცინო დაწესებულებების ვაქცინებით მომარაგება ხორციელდება სახელმწიფოს მიერ და ბენეფიციარებისთის არის უფასო;
 აცრა წარმოებს ჯანმოს მიერ პრეკვალიფიცირებული, უმაღლესი ხარისხის სამკომპონენტიანი წწყ ვაქცინებით, რომლებიც წარმოებულია ბელგიაში და აშშ-ში, კომპანიების გლაქსო სმიტკლაინისა და მერკის მიერ.
აცრის ჩატარება შესაძლებელია ყველა პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაში.

დამატებით დაწესებულებები სადაც შეგიძლიათ ჩაიტაროთ ვაქცინაცია:
სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალი და მისამართები, სადაც შესაძლებელია წითელას ვაქცინაციის ჩატარება უფასოდ 
დამოკიდებულების პრევენციის სერვისიდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსაარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისსიპ წამლის სააგენტოშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო