ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
ბათუმში ბინის მიღების მსურველი დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული ქულები
25 დეკემბერი, 2018

ბათუმში ბინის მიღების მსურველი დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული ქულები

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტრო ბათუმში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 164 დევნილ ოჯახს გადასცემს.

პირველ ეტაპზე, ბათუმში ბინის მიღების მოთხოვნით, განაცხადები მხოლოდ აჭარის რეგიონში რეგისტრირებულმა დევნილმა ოჯახებმა შეავსეს. მეორე ეტაპზე, განაცხადების შევსება როგორც აჭარაში რეგისტრირებულ, ისე თბილისში, 2013 წლის 1 ივნისამდე რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეეძლოთ.

ბინების განაწილების პროცესში, პრიორიტეტი აჭარის  რეგიონში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს მიენიჭებათ.

დევნილი ოჯახების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, თითოეულ აპლიკანტს წინასწარი ქულა მიანიჭა. აღნიშნული ქულები გამოქვეყნდა სამინისტროს ვებ-გვერდზე.

სიის გამოქვეყნებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში დევნილ ოჯახებს შესაძლებლობა ჰქონდათ წარმოედგინათ დამატებითი დოკუმენტაცია, რასაც შესაძლოა გავლენა მოეხდინა მათთვის მინიჭებულ წინასწარ ქულებზე.  კორექტირებული სია ქვეყნდება სამინისტროს ვებ-გვერდზე.

აჭარის რეგიონში რეგისტრირებული დევნილი ოჯახების სია

თბილისში რეგისტრირებული დევნილი ოჯახების სია

დევნილებს შეუძლიათ მინიჭებული ქულები, განაცხადების განხილვის ყველა ეტაპზე,   სპეციალურად შექმნილი ვებ-გვერდის საშუალებითაც ( http://scoring.mra.gov.ge/ ) შეამოწმონ.

ბინების რაოდენობისა და კორექტირებული ქულების გათვალისწინებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია განსაზღვრავს იმ განაცხადების რაოდენობას, რომლებსაც მონიტორინგის განყოფილება გადაამოწმებს. დევნილი ოჯახების საცხოვრებელ პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლის შემდგომ, გადამოწმებული განაცხადები, გადაწყვეტილების მისაღებად,  დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას წარედგინება.   

კომისია, ასევე, განიხილავს იმ დევნილი ოჯახების, კრიტერიუმების გარეშე, საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხს, რომლებიც, შესაბამისი საექსპერტო დასკვნის მიხედვით, ნგრევად და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტებში  ცხოვრობენ ან რომელთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის საფუძველია ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილება.

ბინების განაწილების პროცესი გამჭვირვალედ წარიმართება და მასში ჩართულები იქნებიან სახალხო დამცველის აპარატის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა წარმომადგენლები.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვინც გამოქვეყნებულ სიაში აღმოაჩენს რაიმე სახის უზუსტობას, შეუძლია აღნიშნულის თაობაზე მიმართოს სამინისტროს, რომელიც თავს მხრივ მზადყოფნას გამოთქვამს, კონფიდენციალურობის სრული დაცვით გადაამოწმოს მოწოდებული ინფორმაცია.

ზემოთ წარმოდგენილი ინფორმაცია ეფუძნება მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებას - „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“. 

დევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსაარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისსიპ წამლის სააგენტოშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო