ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც ქუთაისში ბინები გადაეცემათ
20 დეკემბერი, 2018

დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც ქუთაისში ბინები გადაეცემათ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო დევნილ ოჯახებს ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსში საცხოვრებელ ფართებს გადასცემს. ამ ეტაპზე, სამინისტროს, მენაშენეების პროექტის ფარგლებში შესყიდული 52 ბინა ჩაბარდა.  

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, ამჯერად, ბინები იმ  ოჯახებმა მიიღეს, რომლებიც სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ნგრევად შენობებში ცხოვრობდნენ. ჯამში, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი 4 ობიექტი დაიხურა.

გუმათის ნგრევად ობიექტში მცხოვრებმა 7-მა ოჯახმა კი მიიღო ადმინისტრაციული დაპირება, რომ ერთოთახიანი ბინები მომდევნო განაწილებაზე გადაეცემათ.

დევნილი ოჯახები სია, რომლებსაც ქუთაისში ბინები გადაეცემათ

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები ინდივიდუალურად შეხვდებიან იმ დევნილებს, რომლებსაც ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ. დევნილების მიღება ქუთაისში,  აბაშიძის ქ.N27-ში, 22 დეკემბერს, 11:00 საათზე დაიწყება და იმ დრომდე არ დასრულდება, ვიდრე თითოეული მათგანის შეკითხვას ამომწურავი პასუხი არ გაეცემა.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვინც გამოქვეყნებულ სიაში აღმოაჩენს რაიმე სახის უზუსტობას, შეუძლია აღნიშნულის თაობაზე მიმართოს სამინისტროს, რომელიც თავს მხრივ მზადყოფნას გამოთქვამს, კონფიდენციალურობის სრული დაცვით გადაამოწმოს მოწოდებული ინფორმაცია.

ქუთაისში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, კიდევ  245 ბინაა შესყიდული. გარდა ამისა, ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე 480 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის 6 კორპუსის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. ჯამში, 2019 წელს, საცხოვრებელი ფართები 725 დევნილ ოჯახს გადაეცემა.  

მომდევნო ეტაპებზე, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია ბინებს, ქულათა სისტემით გაანაწილებს. ასევე, განიხილება ნგრევადი ობიექტების დახურვის საკითხიც.

დევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსაარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისსიპ წამლის სააგენტოშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო