• კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
ბათუმში ბინის მიღების მსურველი დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული წინასწარი ქულები
21 ნოემბერი, 2018

ბათუმში ბინის მიღების მსურველი დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული წინასწარი ქულები

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტრო ბათუმში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 164 დევნილ ოჯახს გადასცემს.

პირველ ეტაპზე, ბათუმში ბინის მიღების მოთხოვნით, განაცხადები მხოლოდ აჭარის რეგიონში რეგისტრირებულმა დევნილმა ოჯახებმა შეავსეს. იმის გამო, რომ ბინების გარკვეული რაოდენობა გასანაწილებელი დარჩა, განაცხადების მიღების მეორე ეტაპი გამოცხადდა.

ამჯერად, განაცხადების შევსება როგორც აჭარაში რეგისტრირებულ, ისე თბილისში, 2013 წლის 1 ივნისამდე რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეეძლოთ.

მეორე ეტაპზე, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადი,  დამატებით, 283-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო. დევნილი ოჯახების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად,  თითოეულ აპლიკანტს წინასწარი ქულა მიენიჭა.   

მინიჭებული ქულები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

დევნილებს შეუძლიათ მინიჭებული ქულები, განაცხადების განხილვის ყველა ეტაპზე,   სპეციალურად შექმნილი ვებ-გვერდის საშუალებითაც (http://scoring.mra.gov.ge/) შეამოწმონ.

სიის გამოქვეყნებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში დევნილ ოჯახებს შესაძლებლობა ეძლევათ, წარმოადგინონ დამატებითი დოკუმენტაცია, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს მათთვის მინიჭებულ წინასწარ ქულებზე. შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული წინასწარი ქულები კორექტირდება.

ბინების რაოდენობისა და კორექტირებული ქულების გათვალისწინებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია განსაზღვრავს იმ განაცხადების რაოდენობას, რომლებსაც მონიტორინგის განყოფილება გადაამოწმებს.

დევნილი ოჯახების საცხოვრებელ პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლის შემდგომ, გადამოწმებული განაცხადები, გადაწყვეტილების მისაღებად,  დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას წარედგინება.    

კომისია, ასევე, განიხილავს იმ დევნილი ოჯახების, კრიტერიუმების გარეშე, საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხს, რომლებიც, შესაბამისი საექსპერტო დასკვნის მიხედვით, ნგრევად და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტებში  ცხოვრობენ ან რომელთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის საფუძველია ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილება.

ბინების განაწილების პროცესი გამჭვირვალედ წარიმართება და მასში ჩართულები იქნებიან სახალხო დამცველის აპარატის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა წარმომადგენლები.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვინც გამოქვეყნებულ სიაში აღმოაჩენს რაიმე სახის უზუსტობას, შეუძლია აღნიშნულის თაობაზე მიმართოს სამინისტროს, რომელიც თავს მხრივ მზადყოფნას გამოთქვამს, კონფიდენციალურობის სრული დაცვით გადაამოწმოს მოწოდებული ინფორმაცია.

ზემოთ წარმოდგენილი ინფორმაცია ეფუძნება მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებას - „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“.  

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხებისოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო